გადაწყვეტილება N 614 შ.პ.ს. “საქართველოს რკინიგზის ტელეკომი”-სათვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 12, 2004
მიღების თარიღი ნოემბერი 12, 2004
საქართველოს კომუნიკაციეის ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს საქართველოს რკინიგზის ტელეკომმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (N41027-3 27.10.2004 წ.), მისთვის ნუმერაციის რესურსის გამოყოფის შესახებ.
შპს საქართველოს რკინიგზის ტელეკომს„ 2004 წლის პირველ ოქტომბრის კომისიის N 511/1 გადაწყვეტილებით მიეცა N 1420 ლიცენზია ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე. ამავე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით განისაზღვრა: კომისია დამატებით მიიღებს გადაწყვეტილებას ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე შპს „საქართველოს რკინიგზის ტელეკომისთვის„ სატელეფონო (სასადგურო) ინდექსის გამოყოფის შესახებ.„
კომისიას შესაძლებლად მიაჩნია გამოუყოს შპს საქართველოს რკინიგზის ტელეკომს„ სატელეფონო (სასადგურო) ინდექსები მოთხოვნის შესაბამისად, გარდა ქ. ქუთაისისა, სადაც ნუმერაციის რესურსი ამოწურულია.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ მე-20 მუხლის თ„ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „საქართველოს რკინიგზის ტელეკომს” ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურების განსახორციელებლად N 1420 ლიცენზიის მოქმედების ვადით ისარგებლოს შემდეგი სატელეფონო (სასადგურო) ინდექსებით ადგილობრივ სატელეფონო ქსელში შესაღწევად :
თბილისი 822 56 XXXX
ლანჩხუთი 8210 6 XXXX წყალტუბო 8240 6XXXX
სამტრედია 8211 6 XXXX ახალგორი 8242 6XXXX
აბაშა 8212 6 XXXX ცხინვალი 8244 6XXXX
სენაკი 8213 6 XXXX ყაზბეგი 8245 6XXXX
ხობი 8214 6 XXXX რუსთავი 824 56XXXX
ზუგდიდი 8215 6 XXXX დუშეთი 8246 6XXXX
წალენჯიხა 8216 6 XXXX თიანეთი 8248 6XXXX
ჩხოროწყუ 8217 6 XXXX ახმეტა 8249 6XXXX
მარტვილი 8218 6 XXXX თელავი 8250 6XXXX
ვანი 8232 6 XXXX საგარეჯო 8251 6XXXX
ხარაგაული 8233 6 XXXX ყვარელი 8252 6XXXX
ბაღდათი 8234 6 XXXX გურჯაანი 8253 6XXXX
საჩხერე 8235 6 XXXX ველისციხე 8253 6XXXX
ლენტეხი 8237 6 XXXX ლაგოდეხი 8254 6XXXX
ამბროლაური 8239 6 XXXX სიღნაღი 8255 6XXXX
წნორი 8255 6 XXXX ხაშური 8268 6XXXX
დედოფლისწყარო 8256 6 XXXX სურამი 8268 6XXXX
მარნეული 8257 6 XXXX ქარელი 8269 6XXXX
ბოლნისი 8258 6 XXXX გორი 8270 6XXXX
თეთრიწყარო 8259 6 XXXX კასპი 8271 6XXXX
დმანისი 8260 6 XXXX გარდაბანი 8272 6XXXX
ნინოწმინდა 8261 6 XXXX მცხეთა 8273 6XXXX
ახალქალაქი 8262 6 XXXX ჭიათურა 8279 6XXXX
წალკა 8263 6 XXXX თერჯოლა 8291 6XXXX
ასპინძა 8264 6 XXXX ზესტაფონი 8292 6XXXX
ახალციხე 8265 6 XXXX ფოთი 8293 6XXXX
ადიგენი 8266 6 XXXX ხონი 8295 6XXXX
ბორჯომი 8267 6 XXXX ოზურგეთი 8296 9XXXX
ბაკურიანი 8267 6 XXXX ტყიბული 8297 6XXXX
ბათუმი 88222 6 XXXX ქედა 88235 6XXXX
ქობულეთი 88236 9 XXXX ხულო 88238 6XXXX
შუახევი 88239 6XXXX
2. ლიცენზიის მფლობელის მიერ ერთი წლის განმავლობაში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსის გამოუყენებლობის შემთხვევაში კომისიამ განიხილოს საკითხი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის მიზანშეწონილობის შესახებ;
3. კავშირგაბმულობის სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში, შპს „საქართველოს რკინიგზის ტელეკომი” ვალდებულია, ნუმერაციის რესურსის გამოყენების საკითხი მოიყვანოს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე)
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
