გადაწყვეტილება N 615 შპს „სერვისი“-სთვის კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 12, 2004
მიღების თარიღი ნოემბერი 12, 2004
შპს სერვისი„-სთვის კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია) აღნიშნავს, რომ ,,კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის 2004 წლის 16 აპრილის N174/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში 2004 წლის 19 ოქტომბერს ჩატარდა კომერციული კონკურსი კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად, რომელშიც გამარჯვებულად გამოცხადდა შპს სერვისი„.
კომისია აღნიშნავს, რომ კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კომერციულ კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენის შესახებ„ კომისიის 2004 წლის 19 ოქტომბრის N534/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს სერვისის„ მიერ გადახდილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ი ანუ 5752 (ხუთი ათას შვიდას ორმოცდათორმეტი) ლარი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის ანუ 2876 (ორი ათას რვაას სამოცდათექვსმეტი) ლარის გამოკლებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე, ხოლო სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10% ანუ 2876 (ორი ათას რვაას სამოცდათექვსმეტი) ლარი სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე.
,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის, 36 მუხლის მე-2 პუნქტის ბ.ბ„ ქვეპუნქტისა და კომისიის 2004 წლის 19 ოქტომბრის N534/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს N 1434 ლიცენზია შპს „სერვისს” კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე (თან ერთვის):
2. ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება;
ნუმერაციის რესურსი: გამოეყოს საერთაშორისო სატელეფონო კავშირების დასამყარებლად კოდი 8-69 (რვა-სამოცდაცხრა);
3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (20135 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
|
მიმღები |
სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი |
|
საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
|
ბანკი |
საქართველოს ეროვნული ბანკი |
|
კოდი |
220101107 |
|
ანგარიშის N |
000141408 |
|
სახაზინო ქვეანგარიში |
9051 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
4. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (20135 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
2 237.22 ლარი - 2005 წლის 12 დეკემბერი;
2 237.22 ლარი - 2006 წლის 12 დეკემბერი;
2 237.22 ლარი - 2007 წლის 12 დეკემბერი;
2 237.22 ლარი - 2008 წლის 12 დეკემბერი;
2 237.22 ლარი - 2009 წლის 12 დეკემბერი;
2 237.22 ლარი - 2010 წლის 12 დეკემბერი;
2 237.22 ლარი - 2011 წლის 12 დეკემბერი;
2 237.22 ლარი - 2012 წლის 12 დეკემბერი;
2 237.22 ლარი - 2013 წლის 12 დეკემბერი;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს შპს ,,სერვისს” გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება;
7. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
