წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 617 ბპ საქართველო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 617 / 7

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 12, 2004

მიღების თარიღი ნოემბერი 12, 2004

ბპ საქართველო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისათვის მაღალსიხშირული  მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე

ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ ბპ საქართველო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიამ კომისიას მიმართა განცხადებით (05.11.04.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N ANG0001, 08.11.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენენ მიმღებ-გადაცემ რადიოსადგურებს შემადგენელი ნაწილებით.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა ბპ საქართველო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიას შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N ANG0001, 08.11.04) გათვალისწინებული მაღალსიხშირული  მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს ბპ საქართველო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიამ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში; 

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს  (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                დ. ქიტოშვილი

                                             საქართველოს მილსადენის კომპანიის    კავშირგაბმულობის უზრუნველყოფის ინჟინერს ბატონ ნ. ნადირაძეს

„მაღალსიხშირული მოწყობილობების

შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ”

          

                      

         ბატონო ნიკოლოზ,

      გაცნობებთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 12 ნოემბრის  N     გადაწყვეტილებებით (თან ერთვის) საქართველოს მილსადენის კომპანიას (”BTC”) მიეცა ნებართვა შემოიტანოს ქვეყნის ტერიტორიაზე მაღალსიხშირული მოწყობილობები.                               

დანართი:

         კომისიის  გადაწყვეტილება N       „1” ფურცელი.

            

         პატივისცემით,

         კომისიის თავმჯდომარე                                                                   დ. ქიტოშვილი

          

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები