წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 619 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის N 64 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 619 / 17

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 19, 2004

მიღების თარიღი ნოემბერი 19, 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2004 წლის N 64 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის    19 ნოემბრის N 64 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს კომისიის N 64 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 (კომისიის მარეგულირებელი საკითხებისა და ამოცანების თაობაზე საჯარო განხილვის სისტემის ჩამოყალიბების  შესახებ) და მე-4 (შპს ,,ტელეკომპანია თბილისის’’ N 67 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე) საკითხების განხილვა მ/წლის 26 ნოემბრის N 65 სხდომის დღის წესრიგის პროექტში.

2. წარმოდგენილ კომისიის N 64 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 6 (ექვსი) საკითხი:

ა) შპს „საქართველოს სატელეფონო კომპანია GTC”-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ბ) შპს „საქართველოს თრანქული სისტემისთვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს.          ს. შავგულიძე);

გ) შპს „ჯეოსელისთვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

დ) შპს „ევრასთვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ე) შპს „ქართულ ბრიტანული ნავთობკომპანია – ნინოწმინდისთვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ვ) შპს „მზესთვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

3.  დამტკიცდეს კომისიის N 64 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;

4. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის    ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                      დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები