წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 62 სს „გაერთიანებული საფინანსო კორპორაციასთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 62 / 7

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2004

მიღების თარიღი თებერვალი 13, 2004

სს „გაერთიანებული საფინანსო კორპორაციასთვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ სს „გაერთიანებულმა საფინანსო კორპორაციამ„ კომისიას მიმართა განცხადებით (N 7/36-04, 10.02.04) წარმოდგენილი დოკუმენტაციების (N 2030738 და N 2030739, 10.01.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენენ „VSAT”-ის ტიპის მიწისზედა თანამგზავრულ სადგურებს.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა სს „გაერთიანებულ საფინანსო კორპორაციას„ შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე  თანდართული დოკუმენტაციებით (N 2030738 და N 2030739, 10.01.04) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს სს „გაერთიანებულმა საფინანსო კორპორაციამ„  აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე  ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

                 კომისიის თავმჯდომარის

              მოვალეობის შემსრულებელი                                                 კ. პოპიაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები