წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 620 შპს “ნიკა 95 ”-ს ¹1293 ლიცენზიის მოდიფიცირების, კომისიის 2001 წლის 30 ნოემბრის ¹522 გადაწყვეტილებასა და ¹1293 ლიცენზიაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 620 / 22

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 19, 2004

მიღების თარიღი ნოემბერი 19, 2004

შპსნიკა 95 ”-ს N1293 ლიცენზიის მოდიფიცირების, კომისიის 2001 წლის 30 ნოემბრის  N522 გადაწყვეტილებასა და N1293 ლიცენზიაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, შპს „ნიკა 95„-მა (რეგისტრირებულია ქ.თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 28 ნოემბრის 2/4-198 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (05.10.2004 წ.) N 1293 ლიცენზიის (საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება) მოდიფიცირების თაობაზე. კერძოდ რომ ლიცენზიის სახედ  განისაზღვროს საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება და ამავე დროს, განხორციელდეს სამაუწყებლო არეალის გაზრდა.

2004 წლის 12 ნოემბერს ჩატარდა საკითხის ზეპირი მოსმენა, სადაც აღინიშნა, რომ შპს „ნიკა 95„ ახორციელებს საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებას ქ.თბილისში,  კომისიის 2001 წლის 30 ნოემბრის  N522 გადაწყვეტილებით გაცემული N1293 ლიცენზიის საფუძველზე, კომისიაში წარმოდგენილი ტექნიკური პროექტი ითვალისწინებს მაუწყებლობის გავრცელებას ვაშლიჯვრის დასახლებაში და წარმოადგენს დიღმის მასივში მომუშავე საკაბელო სატელევიზიო ქსელის გაფართოებას, კერძოდ: გელოვანის პროსპექტს, კვანტალიანის, გომიაშვილის, თოფურიძის, სარაჯიშვილის ქუჩებს, ამ დასახლების ყველა კერძო სახლით და კორპუსით (22 კორპუსი).

კომისია აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონში 2002 წლის 7 მაისს  განხორციელებული ცვლილება-დამატებებით, კანონს დაემატა 453 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის შესაბამისად კომისია გასცემს ლიცენზიებს საერთო, სპეციალიზებულ და სატრანზიტო ტელერადიომაუწყებლობაზე. გამომდინარე იქედან, რომ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის  391 მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება გახდეს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შეცვლა, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე, 34-ე მუხლების, 391-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ

 გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირებული იქნეს შპს „ნიკა 95„ N1293 ლიცენზია, შეტანილ იქნას ცვლილება კომისიის 2001 წლის 30 ნოემბრის  N522 გადაწყვეტილების პირველ პუნქტსა და N1293 ლიცენზიაში  და ლიცენზიის სახე, სახეობა და საგანი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის საგანი: საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობა ქ.თბილისში, წარმოდგენილი ტექნიკური პროექტით (2004 წლის ოქტომბერი) გათვალისწინებული სამოქმედო ზონის ფარგლებში.„

2. შპს „ნიკა 95„ ვალდებულია:

ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან/და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი„, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ”, „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ„, „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„, „რეკლამის შესახებ„, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ„ საქართველოს კანონებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესები;

ბ) კომისიას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები შეუსაბამოს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს და იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ე) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია;

ზ) განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს;

თ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში წარდგენილ პროექტში, ტექნიკურ დოკუმენტაციაში არის ასახული;

ი) უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

კ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ლ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;

მ) რეორგანიზაციის ან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები ცვლილებების რეგისტრაციიდან შვიდი (7) სამუშაო დღის ვადაში;

ნ) ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძლების სურვილის შემთხვევაში განცხადებით მიმართოს კომისიას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ორი თვით ადრე.

3. შპს „ნიკა 95„-მა უზრუნველყოს:

ა) საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისთვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

4. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის   მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოდიფიცირებისა და ცვლილების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                       დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები