წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 621 შპს “ტექნო-მედიასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 621 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 19, 2004

მიღების თარიღი ნოემბერი 19, 2004

შპს „ტექნო-მედიასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს „ტექნო-მედიამ„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 27 დეკემბრის N 2/4-3018 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 311, 03.11.04.) რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის სიხშირეების მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის გადაწყვეტილებით (N 184, 16.04.04.) შპს „ტექნო-მედიაზე” გაიცა ლიცენზია N 1396 – „მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე რადიოხაზების გამოყენებით”.

კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ შპს „ტექნო-მედიას” კომისიის გადაწყვეტილებებით (N 320, 04.07.03. და N 375, 01.08.03.) 1 წლით მიეცა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვა შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომორციულ მიზნით წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად.

შპს „ტექნო-მედიაზე” კომისიის გადაწყვეტილებებით (N 320, 04.07.03. და N 375, 01.08.03.) მინიჭებული სიხშირეების: 12877 მგჰც, 12905 მგჰც, 13031 მგჰც, 13199 მგჰც, 12933 მგჰც, 13143 მგჰც და 13171 მგჰც გამოყენებას გაუვიდა მოქმედების ვადა. მათი ხელახალი მინიჭების შემთხვევაში  შპს „ტექნო-მედიის” მიერ ისინი გამოყენებული იქნება N 1396 ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განსახორციელებლად ქ. თბილისში შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.            მიენიჭოს შპს „ტექნო-მედიას”  12877 მგჰც, 12905 მგჰც, 13031 მგჰც, 13199 მგჰც, 12933 მგჰც, 13143 მგჰც და 13171 მგჰც მგჰც სიხშირეები ერთი წლის ვადით ქ. თბილისში რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით;

2.            აღირიცხოს შპს „ტექნო-მედიასთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.            უზრუნველყოს შპს „ტექნო-მედიამ” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

4.             კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ტექნო-მედიასთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.             გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის  სამსახურს (ს. შავგულიძე). 

    კომისიის  თავმჯდომარე                                                           დ. ქიტოშვილი                                               

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები