გადაწყვეტილება N 622 შპს “ტექნო-მედიისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობის ექსპლოატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 19, 2004
მიღების თარიღი ნოემბერი 19, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ტექნო-მედიამ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 27 დეკემბრის N 2/4-3018 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 310, 03.11.04) თანდართული მონაცემების შესაბამისად მაღალსიხშირული მოწყობილობის (მიწისზედა სატელიტური სადგური) ექსპლოატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ. შპს ტექნო-მედია„ ლიცენზიის (N 1430, ვადა 29.10.14წ) პირობების შესაბამისად აწარმოებს ტელერადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურებით მომსახურებას. მაღალსიხშირული მოწყობილობა გამოყენებული უნდა იყოს თანამგზავრული სატრანზიტო ტელერადიომაუწყებლობისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა შპს „ტექნო-მედიას” მაღალსიხშირული მოწყობილობის ექსპლოატაციაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით N1430 ლიცენზიის მოქმედების ვადით;
2. უზრუნველყოს შპს „ტექნო-მედიამ” მაღალსიხშირული მოწყობილობის ექსპლოატაციაზე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;
3.შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რსურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
