გადაწყვეტილება N 623 შპს "ტელეიმედისთვის" მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 19, 2004
მიღების თარიღი ნოემბერი 19, 2004
შპს "ტელეიმედისთვის" მაღალსიხშირული მოწყობილობების
ექსპლოატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ტელეიმედმა” კომისიას მიმართა განცხადებით (N0839; 21.10.04.) მაღალსიხშირული მოწყობილობების (ტელესამაუწყებლო გადამცემი სადგურები) ექსპლოატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ. შპს ტელეიმედი„ N479N500 ლიცენზიების (მოქმედების ვადა 21.04.08.) პირობების შესაბამისად აწარმოებს ტელემაუწყებლობას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ე„ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა შპს „ტელეიმედს” მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით N479N500 ლიცენზიების მოქმედების ვადით;
2.უზრუნველყოს შპს „ტელეიმედმა” მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;
3.შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსები მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
