გადაწყვეტილება N 63 სს „ბანკი ქართუ“-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2004
მიღების თარიღი თებერვალი 13, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ სს ბანკი ქართუ„-მ კომისიას მიმართა განცხადებით (N 10/003, 15.01.04) წარმოდგენილი დოკუმენტაციების (N 2030692 და N 2030693, 10.01.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენენ „VSAT”-ის ტიპის მიწისზედა თანამგზავრულ სადგურებს.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა სს ბანკი ქართუ„-ს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციებით (N 2030692 და N 2030693, 10.01.04) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2.უზრუნველყოს სს ბანკი ქარტუ„-მ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი კ. პოპიაშვილი
