წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 638 შპს „ტელეკომპანია მზის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე

ნომერი: 638 / 3

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 26, 2004

მიღების თარიღი ნოემბერი 26, 2004

შპს „ტელეკომპანია მზის„ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ 2004 წლის 12 ნოემბერს კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ტელეკომპანია მზემ„, მის მიერ წარმოდგენილი „ესპანეთის პრიმერა დივიზიონის„ მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე ექსკლუზიური ჩვენების თაობაზე „sportfive international sarl”-თან გაფორმებული ხელშეკრულების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის საფუძველზე შპს „ტელეკომპანია მზის„ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელეკომპანია მზის„ მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მესამე მუხლი („ანგარიშსწორება„) წარმოადგენს კომერციული ფასეულობის მქონე ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს შპს „ტელეკომპანია მზის„ კონკურენტუნარიანობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაქციული კოდექსის 272-ე მუხლისა და 31-ე მუხლის,  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 21 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. ცნობილ იქნას შპს „ტელეკომპანია მზის„ მიერ წარმოდგენილი „sportfive international sarl”-თან გაფორმებული ხელშეკრულებების მე-3 მუხლი შპს „ტელეკომპანია მზის„ კომერციულ საიდუმლოებად ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადით;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საჯარო რეესტრში შეტანა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე (ნ. ჯანელიძე), აგრეთვე გადაწყვეტილების შპს „ტელეკომპანია მზისათვის„ გაგზავნა (მ. ქადეიშვილი);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოქლო სასამრთლოში (თბილისი. რობაქიძის გამზირი  7ა) 6 თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                              დ. ქიტოშვილი

სს „გლობალ ერთს„

გიგზავნით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის  26 ნოემბრის N643/3 გადაწყვეტილებს ასლს.

კომისიის თავმჯდომარე                                                                დ. ქიტოშვილი

დანართი:    კომისიის 2004 წლის  26 ნოემბრის N643/3  გადაწყვეტილება    – 3 ფურცელი, 1 ეგზ.

საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ 2004 წლის 12 ნოემბერს კომისიას განცხადებით მიმართა საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირმა, მის მიერ 2004 წლის       წარმოდგენილი  ხელშეკრულებების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე.

კომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია შეიცავს ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირის კონკურენტუნარიანობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაქციული კოდექსის 272-ე მუხლისა და 31-ე მუხლის,  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 21 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. ცნობილ იქნას შპს „ტელეკომპანია მზის„ მიერ წარმოდგენილი     ხელშეკრულებათა ის ნაწილი, რომელის ეხება      შპს „ტელეკომპანია მზის„ კომერციულ საიდუმლოებად ამ ხელშეკრულებათა მოქმედების ვადით;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საჯარო რეესტრში შეტანა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე (ნ. ჯანელიძე), აგრეთვე გადაწყვეტილების შპს „ტელეკომპანია მზისათვის„ გაგზავნა (მ. ქადეიშვილი);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოქლო სასამრთლოში (თბილისი. რობაქიძის გამზირი  7ა) 6 თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                              დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები