წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 639 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 30 ივლისის ? 381/22 გადაწყვეტილებით დადგენილ „სს ,,საქართველოს ელექტროკავშირსა’’ და შპს ,,ახალ ქსელებს’ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობებში“ ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 639 / 22

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 26, 2004

მიღების თარიღი ნოემბერი 26, 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის 2004 წლის 30 ივლისის 381/22 გადაწყვეტილებით დადგენილ „სს ,,საქართველოს ელექტროკავშირსა’’ და შპს ,,ახალ ქსელებს’ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობებში„  ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ 2004 წლის 30 ივლისის  № 381/22  გადაწყვეტილებით  დადგენილი იქნა  სს ,,საქართველოს ელექტროკავშირსა’’ და შპს ,,ახალ ქსელებს„ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობები. აღნიშნული პირობების 7.1. პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის ლოკალურ ქსელში განხორციელებული ზარებისთვის ანგარიშსწორება უნდა დაწყებულიყო მხარეთა შორის შეთანხმებული ურთიერთჩართვის ტექნიკური პროექტით განსაზღვრული სამუშაოების დასრულებიდან ორი კვირის ვადაში. ტექნიკური პროექტით გათვალისწინებული სამუშაო უნდა დასრულებულიყო მეორე მხარის მიერ ამავე პროექტით გათვალისწინებული სიმძლავრის მიწოდებიდან სამი კვირის ვადაში.

სს „საქართველოს ელექტროკვშირში„ არსებული ტექნიკური პრობლემების გამო კომისიის მიერ 2004 წლის 24 სექტემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N510, რომლითაც ცვლილებები იქნა შეტანილი ხელშეკრულების პირობებში და მხარეთა შორის ლოკალურ ქსელში განხორციელებული ზარებისთვის ანგარიშსწორება დაწყების თარიღად განისაზღვრა 2004 წლის 1 დეკემბერი.

კომისია აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე სს „საქართველოს ელექტროკავშირი„ ჯერ კიდევ არ არის ტექნიკურად მზად დაიწყოს ადგილობრივ ქსელში ანგარიშსწორება. ამასთან კომისიაში მიმდინარეობს მუშაობა ტარიფების რებალანსირების, კერძოდ: კავშირგაბმულობის ძირითადი ოპერატორების (როგორც ადგილობრივი კავშირის, ასევე მობილური კავშირის ოპერატორების) ხარჯზე ორიენტირებული ურთიერთჩართვის ტარიფების დადგენის მიზნით; კომისიის მიერ დაწყებულია საჯარო წარმოება საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფების გაუქმების შესახებ. კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ახალ ქსელებს„, შპს „ახტელს„ და სს „საქართველოს ელექტროკავშირს„ შორის  ადგილობრივ ქსელში განხორციელებული ზარებზე ანგარიშსწორება შესაძლებელია მხოლოდ აღნიშნული ღონისძიებების გატარების შემდგომ, რაც შეიძლება განხორციელდეს 2005 წლის 1 აპრილამდე. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ადგილობრივ ქსელში ანგარიშსწორების დაწყების საკითხი უნდა გადაიდოს ამ დროისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 411-ე მუხლის, „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 30 ივლისს № 381/22 გადაწყვეტილებით დადგენილი „სს ,,საქართველოს ელექტროკავშირსა’’ და შპს ,,ახალ ქსელებს„ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების„ 7.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7.1. მხარეთა შორის ლოკალურ ქსელში განხორციელებული ზარებისთვის ანგარიშსწორება დაიწყება 2005 წლის 1  აპრილიდან„.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                    დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები