წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 641 “საქართველოს ფარგლებში ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 15 მაისის N3 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“

ნომერი: 641 / 22

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 26, 2004

მიღების თარიღი ნოემბერი 26, 2004

„საქართველოს ფარგლებში ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე„ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 15 მაისის N3 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე„ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საერთაშორისო კავშირით მომსახურებაზე სატარიფო სისტემის მოწესრიგების მიზნით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20, 46-ე და 47-ე მუხლების, 55-ე მუხლის მე-6 პუნქტის და „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის მე-2 და მე-7 მუხლების შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „საქართველოს ფარგლებში ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე„ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 15 მაისის N3 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა (კ.ყურაშვილი) და სტრატეგიული დაგეგმარების (გ. ბუთბაია) სამსახურებს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

3. გადაწყვეტილება შიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7) ექვსი თვის ვადაში.

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურს (გ. ბუთბაია).

 კომისიის თავმჯდომარე:                                  დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები