გადაწყვეტილება N 644 შპს „კავკაზუს ნეტვორქის“ ¹1074 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 26, 2004
მიღების თარიღი ნოემბერი 26, 2004
შპს კავკაზუს ნეტვორქის„ N1074 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები.
კომისიის აპარატის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, შპს კავკაზუს ნეტვორქს„ გამოცხადებული აქვს ინტერნეტით კავშირის მომსახურებისათვის სატელეფონო ნომერი 482222. ზემოაღნიშნული ნომრის მეშვეობით შპს კავკაზუს ნეტვორქი„ ახორციელებს ინტერნეტით კავშირის მომსახურების მიწოდებას, კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულების მოთხოვნათა დარღვევით, რის თაობაზეც კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურის მიერ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 35-ე და 36-ე მუხლების შესაბამისად ჩატარდა შემოწმება.
კომისიის სამართლებრივ საკითხთა სამსახურის დასკვნაში აღნიშნულია, რომ:
1. შპს კავკაზუს ნეტვორქი„ ფლობს №1074 ლიცენზიას მონაცემთა გადაცემა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემით, №1324 ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემისა და ქსელით მომსახურება და №1289 ლიცენზიას - საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება.
2. კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 411-ე მუხლის, აგრეთვე კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ დებულების„ მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და 42-ე მუხლის თანახმად, კავშირგაბმულობის ოპერატორები ვალდებულნი არიან გააფორმონ მათი ქსელებისა და საშუალებების ურთიერთჩართვის შესახებ ხელშეკრულება, მათ შორის ურთიერთჩართვის გაფართოებული მომსახურების მიწოდების თაობაზე. ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში უნდა აისახოს ზემოაღნიშნული დებულების მე-6 მუხლით განსაზღვრული ყველა პირობა, მათ შორის დებულებები ძირითადი და გაფართოებული მომსახურების მიწოდებისა და ურთიერთჩართვის ტარიფების თაობაზე; დებულების მე-8 მუხლის თანახმად, მხარეებმა უნდა გაზომონ მათი ქსელებიდან როგორც გამავალი, ასევე შემავალი გამოძახების პარამეტრები, ხოლო მე-9 მუხლის თანახმად, ოპერატორმა უნდა აწარმოოს მისი მომხმარებლის მიერ წამოწყებული გამოძახების საბილინგო ინფორმაციის აღრიცხვა, რაც უნდა განხორციელდეს დებულების დანართში მოცემული ურთიერთჩართვის მომსახურების სახეების მიხედვით.
3. შპს კავკაზუს ნეტვორქსა„და სს საქართველოს ელექტროკავშირს„ შორის 2003 წლის 1 თებერვალს გაფორმებულია ურთიერთჩართვის ხელშეკრულება. ხელშეკრულების 2.9 პუნქტის თანახმად, მხარეები საკუთარი ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფენ გატარებულ (გამავალ და შემომავალ) გამოძახებათა პარამეტრების აღრიცხვას. აღნიშნული პარამეტრების აღრიცხვას კომპანიები ახორციელებენ ურთიერთჩართვის მომსახურების სახეების მიხედვით.
4. შპს კავკაზუს ნეტვორქის„ მიერ ინტერნეტით კავშირის მომსახურების განხორციელებისას ერთ შემთხვევაში (კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციით) ხდება მისი ცალკე აღრიცხვა, როგორც გაფართოებული მომსახურების ერთ-ერთი სახისა, ხოლო სს საქართველოს ელექტროკავშირისათვის„ წარდგენილ დოკუმენტაციაში, ინტერნეტით კავშირის მომსახურებაზე შპს კავკაზუს ნეტვორქის„ მიერ გაკეთებულ ოფერტაზე აქსეპტის განმცხადებელი მისივე მომხმარებლების მიერ განხორციელებული გამოძახებები გაფორმებულია, როგორც ლოკალურ ქსელში გამოძახება, გათვალისწინებული დებულების დანართის მე-2 პუნქტით (ადგილობრივი გამოძახება„) და არ არის ცალკე აღრიცხული. შესაბამისად, სს საქართველოს ელექტროკავშირი„ შპს კავკაზუს ნეტვორქს„ უხდის გამოძახების დასრულების ტარიფს, მაშინ როცა შპს კავკაზუს ნეტვორქსა„ და სს საქართველოს ელექტროკავშირს„ შორის 2003 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების 5.9 პუნქტში აღნიშნულია, რომ ინტერნეტით მომსახურებაზე ტარიფი ყოველ ერთ წუთზე შეადგენს 08.00 სთ-დან 24.00 სთ-მდე 0,4 თეთრს დღგ-ს ჩათვლით, ხოლო 24.00 სთ-დან 08.00 სთ-მდე 0,2 თეთრს დღგ-ს ჩათვლით, რომლის გადახდასაც უზრუნველყოფს შპს კავკაზუს ნეთვორქი„.
კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურის დასკვნით, ადგილი აქვს შპს კავკაზუს ნეთვორქის„ მიერ ურთიერთჩართვის მომსახურების სახის პარამეტრების არასწორად გაზომვასა და შესაბამისად მასზე გათვალისწინებული ტარიფის არასწორ აღრიცხვას, რითაც ირღვევა, როგორც კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ დებულების„ მოთხოვნები, ისე ამ ორ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები სს საქართველოს ელექტროკავშირის„ საზიანოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის გ„ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 115-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ბ„ ქვეპუნქტისა და მე-6 თავის შესაბამისად, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს კავკაზუს ნეთვორქის„ N1074 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე;
2. დაევალოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნული ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) ;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7 ) ექვსი თვის ვადაში.
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი)
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
