გადაწყვეტილება N 655 სალიცენზიო მოწმობების გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 03, 2004
მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ დღეისათვის კომისიაში რეგისტრირებულია 320 მოქმედი ლიცენზია, აქედან 177 ლიცენზია გაცემულია კომისიის მიერ 2001-2004 წლებში, დარჩენილი ლიცენზიები გაცემულია ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ, რომელიც ხელახალ რეგისტრაციაში გატარდა 2000-2001 წლებში და შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე„ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილების მეორე მუხლის შესაბამისად დამტკიცდა სალიცენზიო მოწმობის ფორმა. კომისიის მიერ გაცემულ ყველა ლიცენზიაზე გაიცა სალიცენზიო მოწმობები. კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ გაცემულ მოქმედ ლიცენზიებზე სალიცენზიო მოწმობების გაცემა.
"სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ბ„ ქვეპუნქტის, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილების მეორე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაევალოს კომისიის სატელეკომუნიკაციო და საფოტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე) ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ გაცემულ მოქმედ ლიცენზიებზე სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე)
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
