წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 656 შპს „მართისთვის" სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 656 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 03, 2004

მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2004

შპს „მართისთვის" სიხშირეების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „მართმა„ (რეგისტრირებული  ქ. სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 24 მარტის  N ა/4100/5ბ-7 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 1/4304-04, 11.11.04) ქ. თბილისის ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები განსაზღვრულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული უნდა იყოს ქ. თბილისში შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.             მიენიჭოს შპს „მართს„ 154.750 მგჰც და 159.750 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.            აღირიცხოს შპს „მართისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.             უზრუნველყოს  შპს „მართმა„ კომისიაში სათანადო   ინფორმაციის   წარმოდგენა მაღალსიხშირული  მოწყობილობების    გამოყენებაზე    ნებართვის    მისაღებად;

4.            კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „მართისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს (ს. შავგულიძე). 

         კომისიის თავმჯდომარე                                                       დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები