წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 658 შპს “სტარკომი”-ს ? 1372, შპს “ივერთმედია”-ს ? 1382, შპს „ბადაგი“-ს ? 1334 და ლალი ხახანაშვილის ინდივიდუალური საწარმო “მეტეხი”-ის ? 1369 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 658 / 3

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 03, 2004

მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2004

შპს  „სტარკომი”-ს № 1372, შპს „ივერთმედია”-ს № 1382, შპს „ბადაგი„-ს  № 1334 და  ლალი ხახანაშვილის ინდივიდუალური საწარმო „მეტეხი”-ის № 1369 ლიცენზიების  მოქმედების შეჩერების  თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურის (გ. რატიშვილი) ინფორმაციით, შპს „სტარკომი”, რომელიც ფლობს საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურების  № 1372 ლიცენზიას (მოქმედების ვადა – 2013 წლის 13 აგვისტომდე), შპს „ივერთმედია”, რომელიც ფლობს საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურების  № 1382 ლიცენზიას (მომედების ვადა – 2013 წლის 5 დეკემბრამდე), შპს „ბადაგი”, რომელიც ფლობს საკაბელო ტელერადიომაუწყებლობის ქსელით  მომსახურების № 1334  ლიცენზიას (მოქმედების ვადა – 2012 წლის 13 დეკემბრამდე) და ლალი ხახანაშვილის ინდივიდუალური საწარმო „მეტეხი”, რომელიც ფლობს საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობის № 1369 ლიცენზიას (მოქმედების ვადა – 2013 წლის 19 სექტემბრამდე) არ ასრულებენ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 4510-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კერძოდ კომპანიებს კომისიის მოთხოვნის მიუხედავად არ წარმოუდგენიათ მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რითაც ირღვევა ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები.

         ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს  კანონის 34-ე მუხლის  პირველი პუნქტის „გ„ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 115-ე მუხლის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„  მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ„ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომპანიების კუთვნილი ლიცენზიების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

     კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურის უფროსის (გ. რატიშვილი) განმეორებითი სამსახურებრივი ბარათებიდან ირკვევა, რომ შპს ,,სტარკომი”-ს, შპს „ივერთმედიას”, შპს „ბადაგი” და ლალი ხახანაშვილის ინდივიდუალური საწარმო „მეტეხის” მიერ აღმოფხვრილია ის დარღვევები, რის საფუძველზეც კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მათი კუთვნილი ლიცენზიების მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით. მათ წარმოადგინეს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, აღარ არსებობს ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული  ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საფუძველი, ვინაიდან ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ხდება დარღვევების აღმოფხვრამდე. კომისიას მიაჩნია რომ შპს  „სტარკომი”-ს № 1372, შპს „ივერთმედია”-ს № 1382, შპს „ბადაგის” № 1334 და  ლალი ხახანაშვილის ინდივიდუალური საწარმო „მეტეხი”-ის № 1369 ლიცენზიების მოქმედების შეჩერებაზე წარმოება უნდა შეწყდეს.

   „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის  პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის, მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა  და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის შესაბამისად, კომისიამ

 

ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  შეწყდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სტარკომი”-ს № 1372, შპს „ივერთმედია”-ს № 1382, შპს „ბადაგის” № 1334 და  ლალი ხახანაშვილის ინდივიდუალური საწარმო „მეტეხი”-ს № 1369 ლიცენზიების  მოქმედების შეჩერების  თაობაზე;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების თაობაზე  შპს „სტარკომს, შპს „ივერთმედიას”, შპს „ბადაგს” და  ლალი ხახანაშვილის ინდივიდუალური საწარმო „მეტეხს”;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნების ორგანიზაბა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,       რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს  (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                   დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები