წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 662 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის N 68 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 662 / 17

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 10, 2004

მიღების თარიღი დეკემბერი 10, 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2004 წლის N 68 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის  10 დეკემბრის N 68 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. წარმოდგენილ კომისიის N 68 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:

ა) სს „აზოტისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ბ) შპს „ტექნო-მედიასთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

გ) შპს „საქართველოს თრანქული სისტემისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს.         ს. შავგულიძე).

2.  დამტკიცდეს კომისიის N 68 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;

3. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში                  (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის    ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                          დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები