გადაწყვეტილება N 663 "საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ კომისიის დადგენილების პროექტის განხილვი
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 10, 2004
მიღების თარიღი დეკემბერი 10, 2004
"საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ კომისიის დადგენილების პროექტის განხილვის შესახებ
კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მოწონებულ იქნეს წარმოდგენილი დადგენილების პროექტი "საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (თან ერთვის), სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით.
2. წარედგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზისათვის დადგენილების პროექტი "საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ”
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში.
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
