გადაწყვეტილება N 664 შპს ,,ლაგსა’’ და შპს ,,ახალ ქსელებს’’ შორის საერთაშორისო ზარებზე ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 10, 2004
მიღების თარიღი დეკემბერი 10, 2004
შპს ,,ლაგსა და შპს ,,ახალ ქსელებს შორის საერთაშორისო ზარებზე ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 45-ე მუხლის შესაბამისად, განიხილა შპს ,,ლაგსა და შპს ,,ახალ ქსელებს შორის საერთაშორისო ზარებზე ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული მოთხოვნები მოსამზადებელ სხდომაზე 2004 წლის 10 დეკემბერს.
მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ: შპს ,,ლაგის წარმომადგენლები ვ. ფცქიალაძე, მ. მუმლაძე და შპს,,ახალი ქსელების წარმომადგენელი - ნ.ჟღენტი.
მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტდა მხარეთა შორის არსებული სადავო საკითხები, კერძოდ: შპს „ახალი ქსელების” მოთხოვნას წარმოადგენს დაეკისროს შპს „ლაგს” 2004 წლის 1 აგვისტოდან 918080 და 913345 სატელეფონო ნომრების მიმართულებით განხორციელებულ ზარებზე 22010,76 ლარის გადახდა და აეკრძალოს შპს „ლაგს” გამოიყენოს საქალაქთაშორისო-საერთაშორისო ზარების განსახორციელებლად 22,23,25 ინდექსის ტელეფონები.
შპს „ლაგის” მოთხოვნას წარმოადგენს, რომ შპს „ლაგის” მიერ განხორციელებულ საერთაშორისო ზარებზე ანგარიშსწორება შპს „ლაგსა” და შპს „ახალ ქსელებს” შორის განხორციელდეს შპს „ლაგის” მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ან მოხდეს შპს „ახალი ქსელების” მიერ წარმოდგენილი ტრაფიკის კორექტირება ყოველ განხორციელებულ ზარზე 1 წუთამდე, რათა ადგილობრივი კავშირის ოპერატორების ტრაფიკები შესაბამისობაში მოვიდეს რეალურად განხორციელებულ საერთაშორისო გამოძახებების მაჩვენებლებთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-5 პუნქტის თ„ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაინიშნოს შპს ,,ლაგსა და შპს ,,ახალ ქსელებს შორის საერთაშორისო ზარებზე ანგარიშსწორების თაობაზე დავის განხილვა 2004 წლის 17 დეკემბერს 1600 საათზე.
2. ეცნობოთ შპს ,,ლაგსა და შპს ,,ახალ ქსელებს დავის განხილვის თარიღი და დრო.
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
