გადაწყვეტილება N 665 შპს “მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის” ? 1336 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე საჯარო ადმონისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 10, 2004
მიღების თარიღი დეკემბერი 10, 2004
შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის” № 1336 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე საჯარო ადმონისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება„. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები„.
ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო ვალდებულებებისა და პირობების შესრულებაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების მიზნით, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 36-ე მუხლისა და კომისიის დებულების მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ (აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურმა) განახორციელა ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, აგრეთვე ტელერადიოსამაუწყებლო საქმიანობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი, რომლის დროსაც დადგინდა, შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანია”, რომელიც ფლობს საკაბელო ტელერადიომაუწყებლობის ქსელით მომსახურების № 1336 ლიცენზიას (მოქმედების ვადა 2012 წლის 27 დეკემბრამდე), დარღვეული ჰქონდა კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 4510-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები, კერძოდ კომპანიას კომისიის მოთხოვნის მიუხედავად არ ჰქონდა წარმოდგენილი მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რითაც არღვევდა ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის გ„ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 115-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ბ„ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის” № 1336 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე (კომისიის 2004 წლის 5 ნოემბრის N 599 გადაწყვეტილება).
კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურის (გ. რატიშვილი) 2004 წლის 9 დეკემბრის სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიამ” კომისიში წარმოადგინა მის მიერ მოთხოვნილი ხელშეკრულებები, რითაც კომპანიამ აღმოფხრა ის დარღვევა, რაც გახდა საფუძველი შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის” № 1336 ლიცენზიის მოქმედების შეჩერებაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა.
კომისიას მიაჩნია, რომ აღარ არსებობს ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საფუძველი, ვინაიდან ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ხდება დარღვევების აღმოფხვრამდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1 შეწყდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მთაწმინდის ტელერადიოკომპანიის N 1336 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) გადაწყვეტილების გამოქვეყნების ორგანიზება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (მ.ქადეიშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს „ მთაწმინდა ტელერადიოკომპანიისათვის;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
