გადაწყვეტილება N 666 შპს ”23მაისის” ?347 ლიცენზიის ნაწილობრივ გაუქმების შესახებ კომისიის 2004 წლის 27 აგვისტოს ?427/4 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 10, 2004
მიღების თარიღი დეკემბერი 10, 2004
შპს ”23მაისის” №347 ლიცენზიის ნაწილობრივ გაუქმების შესახებ კომისიის 2004 წლის 27 აგვისტოს №427/4 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილა „ შპს ”23 მაისის” №347 ლიცენზიის ნაწილობრივი გაუქმების შესახებ „კომისიის 2004 წლის 27 აგვისტოს №427/4 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საკითხი და გამოარკვია შემდეგი:
კომისიის 2004 წლის 27 აგვისტოს № 427/4 გადაწყვეტილებით , ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის შეწყვეტის გამო შპს 23 მაისის„ №347 ლიცენზია (ლიცენზიის სახეობა - საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა, ლიცენზიის საგანი რადიომაუწყებლობა, მოქმედების ვადა - 08.10.97-31.12.2011) ნაწილობრივ გაუქმდა. კერძოდ, შპს 23 მაისს„გაუუქმდა რადიომაუწყებლობის უფლება რადიოსიხშირეების გამოყენებით შემდეგ სამაუწყებლო ზოლებში:
1. გორი - 100,6 მგჰც - 0,25 კვტ.
2. ქუთაისი 100,3 მგჰც 0,50 კვტ.
3. ბათუმი 102,3 მგჰც 0,25 კვტ.
4. თელავი 100,6 მგჰც 0,25 კვტ.
5. ლაგოდეხი 102,4 მგჰც -0,25 კვტ.
6. ახალციხე 102,4 მგჰც 0,30 კვტ.
კომისიას მიაჩნია, რომ 2004 წლის 27 აგვისტოს მიღებული № 427/4 გადაწყვეტილების შესრულება შეუძლებელია შემდეგი ფაქტობრივი მიზეზების გამო:
2001 წლის 28 სექტემბრის № 452 გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 ე მუხლისა და 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შპს „23 მაისის” № 347 ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირეები:
1. თბილისი 102,4 მგჰც 1,0 კვტ და 100,9 მგჰც- 0,25 კვტ.
2.გორი 100,6 მგჰც - 0,25 კვტ.
3.ქუთაისი 100,3 მგჰც-0,50 კვტ.
4. ბათუმი 102,3 მგჰც 0,25 კვტ.
5.ზუგდიდი 101,3 მგჰც 1,0 კვტ.
6.თელავი 100,6 მგჰც - 0,25 კვტ.
7. ლაგოდეხი 102,4 მგჰც 0,25 კვტ.
8. ახალციხე 102,4 მგჰც - 0,30 კვტ
შეიცვალა შემდეგი რადიოსიხშირებით:
1.თბილისი 101,9 მგჰც 1,0 კვტ.
2.გორი 101,9 მგჰც - 0,25 კვტ.
3.ქუთაისი - 104,5 მგჰც-0,50 კვტ.
4. ბათუმი 101,0 მგჰც 0,25 კვტ.
5. ზუგდიდი 101,9 მგჰც 1,0 კვტ.
6.თელავი 105,5 მგჰც - 0,25 კვტ.
7.ლაგოდეხი 105,9 მგჰც 0,25 კვტ.
8.ახალციხე 101,9 მგჰც - 0,30 კვტ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”23მაისის” №347 ლიცენზიის ნაწილობრივ გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებაში არ არის გათვალისწინებული შპს ”23მაისის” № 347 ლიცენზიაში მითითებულილი რადიოსიხშირეების შეცვლის ფაქტი, და შპს „23მაისს” გაუუქმდა იმ რადიოსიხშირეებით რადიომაუწყებლობის უფლება, რომლებსაც კომისიის გადაწყვეტილების მიღების დროისათვის მისი ლიცენზია აღარ ითვალისწინებდა.
აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს 23 მაისისათვის„ N347 ლიცენზიის ნაწილობრივ გაუქმების შესახებ კომისიის 2004 წლის 27 აგვისტოს №427/4 გადაწყვეტილების შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო და იგი ბათილად უნდა გამოცხადდეს.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის 1-ლი ნაწილის გ) პუნქტის შესაბამისად, შპს ”23 მაისის” №347 ლიცენზიის ნაწილობრივ გაუქმების შესახებ კომისიის 2004 წლის 27 აგვისტოს №427/4 გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადება კომისიის ვალდებულებას წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 თავით, მე-60 მუხლის 1-ლი ნაწილის გ) პუნქტით, მე-60 მუხლის მე-3 და მე-10 ნაწილებით, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-6 მუხლის ე) პუნქტით და
გ ა დ ა წ ყ ვ იტ ა:
1.შპს”23მაისის” №347 ლიცენზიის ნაწილობრივ გაუქმების შესახებ კომისიის 2004 წლის 27 აგვისტოს №427/4 გადაწყვეტილება ბათილად გამოცხადდეს.
2. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე) :
ა) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, უზრუნველყოს აღნიშნული გადაწყვეტილების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნება”;
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს შპს ”23მაისის” გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს
სამართლებრივ საკიხთა სამსახურს (კ.ყურაშვილი)
კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილი
