წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 667 შპს “მიკრომედია XXI’’-სთვის საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 667 / 1

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 10, 2004

მიღების თარიღი დეკემბერი 10, 2004

შპს მიკრომედია XXI’’-სთვის საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ  შპს „მიკრომედია XXI’’ (რეგისტრირებული ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 ოქტომბრის  დადგენილებით, რეგისტრაციის N06/4-1737) კომისიას მიმართა განცხადებით (04.11.2004 N7/417-04), საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე, (მრავალარხიანი მიკროტალღოვანი ინტეგრირებული ტელერადიო საინფორმაციო სისტემის –„მიტრისის„) გამოყენებით ლიცენზიის მისაღებად.

      2004 წლის 3 დეკემბერს კომისიაში ჩატარდა საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა, რომელზეც აღინიშნა, რომ შპს „მიკრომედია XXI’’-ს მიერ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია (სარეგისტრაციო მონაცემები, სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და ტექნიკური პროექტი) შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ.„ ქვეპუნქტისა და 453-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს N1438 ლიცენზია შპს „მიკრომედია XXI’’ საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე წარმოდგენილი ტექნიკური პროექტის (თან ერთვის) შესაბამისად;

2. ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;

   ლიცენზიის სახეობა: საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება;

   ლიცენზიის საგანი: საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობა მრავალარხიანი მიკროტალღოვანი ინტეგრირებული ტელერადიო საინფორმაციო სისტემის – „მიტრისის„ გამოყენებით შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: თბილისი, მცხეთა, კასპი, ქარელი, ხაშური, გორი, ზესტაფონი თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი, ქუთაისი, ხონი, სამტრედია, აბაშა, ოზურგეთი, ჩოხატაური, ფოთი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ხულო, ბათუმი, ჭიათურა, ლანჩხუთი, საჩხერე, ონი, ამბროლაური, გარდაბანი, თეთრიწყარო, დმანისი, ბოლნისი, ლაგოდეხი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, ყვარელი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, გურჯაანი, ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა, დუშეთი, თიანეთი, წალკა, ცხინვალი, ყაზბეგი, სენაკი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, ცაგერი, ლენტეხი, მესტია, გალი, სოხუმი, გაგრა, გულრიფში, ოჩამჩირე, გუდაუთა, ტყვარჩელი.

3. შპს „მიკრომედია XXI’’ ვალდებულია:

ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან/და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი„, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ”, „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ„, „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„, „რეკლამის შესახებ„, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ„ საქართველოს კანონებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესები;

ბ) კომისიას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები შეუსაბამოს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს და იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ე) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია;

ზ) განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს;

თ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში წარდგენილ პროექტში, ტექნიკურ დოკუმენტაციაში არის ასახული;

ი) უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

კ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ლ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;

მ) რეორგანიზაციის ან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები ცვლილებების რეგისტრაციიდან შვიდი (7) სამუშაო დღის ვადაში;

ნ) ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძლების სურვილის შემთხვევაში განცხადებით მიმართოს კომისიას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ორი თვით ადრე.

4. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები სრულად აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ  ლიცენზიაში;

5. შპს „მიკრომედია XXI’’-მა  უზრუნველყოს:

ა) ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე, კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

6. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის   მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე)

                     კომისიის თავმჯდომარე                                           დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები