გადაწყვეტილება N 668 კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 10, 2004
მიღების თარიღი დეკემბერი 10, 2004
კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე
ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362 მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) კოდის გამოყენებით საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირით საქმიანობაზე ლიცენზიის გასაცემად კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის გამოცხადების საფუძვლების - თავისუფალი რესურსის არსებობის და/ან ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიისათვის შესაბამისი განცხადების წარდგენის შემთხვევაში.
კომისია აღნიშნავს, რომ კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ განაცხადით მიმართა შპს გეკვანტმა„ (26.11.2004 N2/04 წ.). ამასთან, კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად არსებობს შემდეგი თავისუფალი ნუმერაციის რესურსი: 8-61, 8-63, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გამოცხადდეს კომერციული კონკურსი (შემდგომში „კონკურსი”) კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად;
2. კონკურსში გამარჯვებული საერთაშორისო სატელეფონო კავშირის განსახორციელებლად ირჩევს კოდს შემდეგი ნუმერაციის რესურსიდან: 8-61, 8-63;
3. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2005 წლის 13 იანვრის 17:00 საათამდე;
4. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 32684 (ოცდათორმეტი ათას ექვსას ოთხმოცდა ოთხი) ლარით;
5. კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2005 წლის 11 თებერვალი 13:00 საათი;
6. კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი განცხადებით მიმართავს კომისიას, რომელსიც მითითებული უნდა იყოს:
ა) ინდივიდუალური მეწარმისათვის - სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების მისამართები;
ბ) იურიდიული პირისათვის - საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი), სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;
გ) ლიცენზიის სახე, რომლის მიღებასაც მოითხოვს ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი.
7. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე:
-ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი;
-ა/ანგარიში: 609326;
-კოდი: 220101830;
-საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;
ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს უბრუნდება აღნიშნული თანხა, საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით, კომისიისთვის წერილობითი განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დარჩენილი თანხა გადაიხადოს კონკურსის პირობების შესაბამისად.
გ) განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკური პროექტი;
8. კონკურსის პირობები არ ითვალისწინებს ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებას;
9. გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია - მაქსიმალური სალიცენზიო გადასახდელის გადახდა, რომლის შეთავაზება მოხდება ლიცენზიის მაძიებლის მიერ კონკურსის ჩატარების დროს;
10. კონკურსის ჩატარების დროს ლიცენზიის მაძიებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრება სავალდებულოა;
11. დაევალოს კომისიის პრეს მდივანს (ს.ბრიტანჩუკი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;
12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე);
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
