გადაწყვეტილება N 670 საკომუნიკაციო ბაზრის განვითარების სტრატეგიული ამოცანების თაობაზე ჩარჩო პროექტის ჩამოყალიბების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 10, 2004
მიღების თარიღი დეკემბერი 10, 2004
საკომუნიკაციო ბაზრის განვითარების სტრატეგიული ამოცანების თაობაზე
ჩარჩო პროექტის ჩამოყალიბების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ საქართველოს საკომუნიკაციო ბაზრის განვითარების მიმდინარე ეტაპზე პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს კომისიის მარეგულირებელი საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა. ბაზარზე არსებული პრობლემებისა და ამოცანების ხასიათიდან, აგრეთვე მათი ოპერატიულად გადაჭრის აუცილებლობიდან გამომდინარე კომისიაში განხორციელდა პროფესიული ნიშნით განაწილებული სტრუქტურიდან ფუნქციურ განაწილებაზე გადასვლის საწყისი ეტაპი; ჩამოყალიბდა კომისიის სტრუქტურული ერთეულები, განისაზღვრა თითოეული სამსახურის ფუნქციები და პასუხისმგებლობები.
არსებულ პრობლემატურ საკითხებზე დაყრდნობით განისაზღვრა კომისიის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები და საპასუხისმგებლო საქმიანობების ჩამონათვალი. საკომუნიკაციო ბაზრის განვითარების სტრატეგიული ამოცანების განსაზღვრის ძირითად მიზანს წარმოადგენს კომისიის მარეგულირებელ საქმიანობაში პრიორიტეტული ამოცანების გამოკვეთა და სამსახურების ფუნქციებიდან გამომდინარე მათი შესრულების საოპერაციო დაგეგმვა. ასევე, მნიშვნელოვანია დასახული ამოცანების გადაწყვეტისას კომისიის ფუნქციურ სამსახურებს შორის გადამკვეთი ფუნქციების კოორდინირებული ურთიერთქმედების ჩამოყალიბება და უფლებამოვალეობათა გამჭვირვალე გამიჯვნა.
კომისია აღნიშნავს, რომ სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის მიზნები ითვალისწინებს: კომისიის ყოველდღიური და სტრატეგიული დაგეგმარების საკითხებში კომისიის ძირითადი ამოცანების განსაზღვრას და მათი განხორციელების უზრუნველყოფას; კომისიის მარეგულირებელ საქმიანობაში სტრატეგიული ამოცანების დაგეგმარებას; კომისიის საქმიანობაში შიდა და საერთაშორისო პროექტების დაგეგმვას და მათი განხორციელების უზრუნველყოფას; კომისიის პერიოდული და წლიური ანგარიშების მომზადებას; აპარატის ეფექტური ფუნქციონირების ორგანიზებას; სამსახურის კვარტალური სამუშაო გეგმის შემუშავებას, რომელიც მოიცავს იმ პრიორიტეტულ ამოცანათა ჩამონათვალს, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს კომისიის საოპერაციო ფუნქციების შესრულების ეფეტურობის ზრდას და მარეგულირებელ საქმიანობაში სტრატეგიული მიმართულებების მკაფიო განსაზღვრას. სტრატეგიული დაგეგმარებისა და სამართლებრივ საკითხთა სამსახურების ერთობლივი მუშაობის გეგმას წარმოადგენს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ახალი, ევროპულ საკანონმდებლო მარეგულირებელ პრაქტიკასთან ჰარმონიზებული ნორმატიული ბაზის შემუშავება. სამსახურის მიერ ზემოთაღნიშნული პრიორიტეტული ამოცანების შესრულება წარმოადგენს კომისიის მარეგულირებელი საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებების ეფექტური დაგეგმვისა და საქართველოს საკომუნიკაციო და საფოსტო მომსახურების ბაზრის შემდგომი გაფართოების უზრუნველმყოფ წინაპირობას.
კომისია აღნიშნავს, რომ აპარატის ადმინისტრაციის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს კომისიის ძირითადი მარეგულირებელი ფუნქციების შესრულების ხელშეწყობა. დასახული მიზნების შესაბამისად შემუშავებული საოპერაციო ამოცანების განხორციელება უზრუნველყოფს:
1. კომისიის აპარატის გამართულ ფუნქციონირებას და კომისიის მარეგულირებელი საქმიანობის ეფექტურად განხორციელებას;
2. კომისიის საქმიანობის გამჭვირვალობასა და საჯაროობას;
3. სალიცენზიო გადასახდელების გადახდის ვადების კონტროლისა და თანხების ჩარიცხვის თაობაზე ოპერატიული ინფორმირების სისტემის ჩამოყალიბებას;
4. ლიცენზიის პირობებით განსაზღვრული პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადისა და ლიცენზიების მოქმედების ვადის გასვლის თაობაზე საკონტროლო მონიტორინგის სისტემის ამოქმედებას;
5. კომისიის აპარატის მუშაკთათვის მათი ამოცანების შესაბამისი სამუშაო გარემოსა და პირობების შექმნას;
6. პრობლემატურ საკითხთა თემატურად დაჯგუფებას და მათ არსობრივი ანალიზის ჩატარებას;
7. აპარატის სტრუქტურული ერთეულების მიერ დავალებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას, შემდგომი საქმიანობის საოპერაციო ამოცანების განსაზღვრასა და ქმედითი ღონისძიებების დაგეგმვას.
კომისიის ადმინისტრაციის სტრატეგიული ამოცანების გეგმის განხორციელება, აგრეთვე, ხელს შეუწყობს კომისიის აპარატის სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ყოველდღიური საქმიანობის კოორდინირებას, კომისიაში შემოსული კორესპონდენციის მართვას, საიდუმლო ხასიათის დოკუმენტაციის საქმისწარმოებას, საპროტოკოლო და საარქივო საქმიანობის წარმოებას, საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის დანერგვას, მართვას, კომისიის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნვეყოფას.
კომისია აღნიშნავს, რომ უნივერსალური მომსახურების სამსახურის მიზანს წარმოადგენს საქართველოში საკომუნიკაციო მომსახურებაზე მომხმარებლების უნივერსალური ხელმისაწვდომობის (დაშვების) პოლიტიკის განხორციელება და უნივერსალური ხელმისაწვდომობის თაობაზე მინიმალური მოთხოვნების დადგენისა და მისი შესრულების უზრუნველყოფა. აღნიშნულის მიზნით აუცილებელია რიგი ამოცანების შესრულება და დოკუმენტების შემუშავება, რაც საფუძველს ჩაუყრის სამსახურის მომავალ საქმიანობაში დასახული მიზნების განხორციელებას. მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკისა და საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებით უნივერსალური მომსახურების პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებისა და სამოქმედო გეგმების მკაფიოდ ჩამოყალიბება და შესაბამისი საკანონმდებლო ნორმატიული აქტის შემუშავება სამსახურის წარმატებული ფუნქციონირებისა და საქართველოში უნივერსალური დაშვების/მომსახურების პრაქტიკის დანერგვის ხელშემწყობ წინაპირობას წარმოადგენს.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მარეგულირებელი საქმიანობის ფუნქციურ სტრუქტურაზე გადასვლის შემდგომ შენარჩუნდა იურიდიული სამსახურის სტრუქტურა სამართლებრივ საკითხთა სამსახურის სახით, რაც განპირობებული იყო, როგორც მისი ფუნქციების სხვა სამსახურების საქმინობასთან გადამკვეთი ხასიათით, ასევე რეგულირების სხავდასხვა სფეროში ახალი, ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზებული ნორმატიული აქტების შემუშავების, მომხმარებლთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების გადაჭრისა და ოპერატორებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტისას საჯარო ადმინისტრაციული საქმისწარმოების საჭიროებით. კომისიაში ევროპულ საკანონმდებლო ჩარჩოებთან ჰარმონიზებული კანონმდებლობის შემუშავებისას სათანადო ხელშეწყობის და საკანონმდებლო ნორმატიული დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზის უზრუნველყოფა წარმოადგენს სამართლებრივ საკითხთა სამსახურის ერთერთ ძირითად ამოცანას.
კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურის მიზანს წარმოადგენს სიხშირული რესურსების დაგეგმვასთან, მართვასთან, განაწილებასთან და შემდგომ მონიტორინგთან, რადიოელექტრონული საშუალებებისა და აღჭურვილობის სტანდარტებთან და ტიპობრივი ნიმუშის დამტკიცებასთან დაკავშირებული ყველა მარეგულირებელი ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფა. სამსახურის პრიორიტეტულ ამოცანათა შესრულება ხელს შეუწყობს შეზღუდული რესურსების მიზნობრივად გამოყენებასა და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის ეფექტურ განვითარებას, ამოწურვადი სიხშირული რესურსების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციულ დაგეგმვასა და მართვას. კომისიის ამ მიმართულებით საქმიანობისას პრიორიტეტულია:
1. საქართველოში მესამე თაობის მომსახურების (მესამე გენერაცია 3G) მობილური ქსელის შესაქმნელად სიხშირული ზოლების დანაწილების შესახებ სამართლებრივი ბაზის შემუშავებისას შესაბამისი წინადადებების მომზადება;
2. სიხშირული რესურსების პერსპექტიული დაგეგმარების უზრუნველყოფა. არსებული თუ ახალი საკომუნიკაციო და სატელერადიომაუწყებლო მომსახურებისათვის, თანამედროვე ტექნიკური მოწყობილობებისა და სისტემებისათვის სიხშირული რესურსების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაგეგმვა და განაწილება.
3. ლიცენზიის მფლობელებზე მინიჭებული სიხშირული რესურსების რეესტრის სრულყოფა;
4. სიხშირული რესურსების მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, შესაბამისი წინადადებების მომზადება და შესასრულებელი ტექნიკური ამოცანების გეგმის შემუშავება;
5. სამხედრო დანიშნულების კავშირგაბმულობის თანამედროვე ტექნიკური მოწყობილობებისა და სისტემებისათვის სიხშირული რესურსების დაგეგმარების უზრუნველყოფა და ამ მიზნით თავდაცვის სამინისტროს დაინტერესებული სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზება;
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატში მონიტორინგის სამასახურის ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბება განპირობებული იყო ლიცენზირებული ოპერატორების საქმიანობაზე, კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში, ეფექტური ზედამხედველობის სისტემის შექმნისა და კომისიის გადაწყეტილებების აღსულების ეფექტური მექანიზმების შემუშავების აუცილებლობით, რაც, თავის მხრივ, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნისა და მომხმარებელთა კანონიერი უფლებების დაცვის წინაპირობას წარმოადგენს. მონიტორინგის სამსახურის მიერ ოპერატორების ტრაფიკების შესახებ მონაცემების შეგროვება და წარმოდგენილ მონაცემებს შორის განსხვავების ანალიზი, არსებული დარღვევების გამოვლენა და მათი აღმოფხვრისათვის შესაბამისი მექანიზმების შემუშავება მნიშვნელოვანი საკითხია, როგორც მონიტორინგის სამსახურის წარმატებული ფუნქციონირებისათვის, ასევე კომისიის სხვა მარეგულირებელი ფუნქციების ეფექტურად განხორციელებისათვის. ოპერტორების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების მონიტორინგის წარმოება და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყება, თუ სხვა კანონმდებლობით განსაზღვრული ზომების მიღების თაობაზე წინადადებების მომზადება აღნიშნული სამსახურის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს.
კომისია აღნიშნავს, რომ ფინანსური სამსახურის ძირითადი ფუნქციების შესრულება გულისხმობს კომისიის საქმიანობის შესახებ ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებას, კომისიის საქმიანობის სტრატეგიული გეგმის შესაბამისად კომისიის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, სალიცენზიო გადასახდელებისა და რეგულირების ყოველწლიური საფასურის აღრიცხვისა და კომისიის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის უზრუნველყოფას, რაც ხელს შეუწყობს კომისიის შეუფერხებელ ფუნქციონირებასა და მარეგულირებელი საქმიანობის ეფექტურად განხორციელებას.
კომისია აღნიშნავს, რომ საკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურის მიზანს წარმოადგენს საკომუნიკაციო და საფოსტო მომსახურების ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს წინაპირობების ჩამოყალიბება და ბაზრის მონაწილეებისათვის მათ საქმიანობაში თანასწორუფლებიანი და გამჭვირვალე პირობების შექმნა, კონკურენტუნარიანი სატარიფო ფასწარმოქმნის სისტემის ჩამოყალიბება, მომხმარებლის სატარიფო ხელმისაწვდომობისა და მომსახურებაზე კონკურენტული მოთხოვნის მაქსიმალურად დაკმაყოფილების უზრუნველყოფა, ასევე სატელკომუნიკაციო და საფოსტო მომსახურების დარგის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდის სტიმულირება. კომუნიკაციის და საფოსტო მომსახურების სფეროებში ლიცენზირების განხორციელება, რაც გულისხმობს სალიცენზიო პირობების განსაზღვრასა და ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტების კანონმდებლობით დადგენილ პირობებთან შესაბამისობის ანალიზს, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებით ლიცენზიების გაცემის არადისკრიმინაციული სისტემის ჩამოყალიბებას. ამავე სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეულ ამოცანას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელების მიერ მომსახურების სახეებზე გონივრული, დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ტარიფების დონეების დამყარებისათვის შესაბამისი მარეგულირებელი ზომების მიღება, რაც თავისმხრივ უზრუნველყოფს ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მიწოდებული მომსახურების ხარისხის ზრდას.
კომისია ამასთანავე აღნიშნავს, რომ სტრუქტურული ერთეულების მიერ ზემოჩამოთვლილი პრიორიტეტული ამოცანების სრულყოფილად შესრულება, სამსახურების ერთობლივი მუშაობის ორგანიზება ისეთი საკითხების გადაწყვეტისას, რომლებიც მოითხოვენ კოორდინირებულ საქმიანობას, და კომუნიკაციის სექტორის მარეგულირებელ საქმიანობაში თანამედროვე მიდგომების დანერგვა კომისიის ფუნქციების ეფექტურად განხორციელების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს ფაქტორებს წარმოადგენს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიღებულ იქნეს ცნობად სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის უფროსისის გ. ბუთბაიას განმარტებითი ბარათი საკომუნიკაციო ბაზრის განვითარების სტრატეგიული ამოცანების თაობაზე ჩარჩო პროექტის ჩამოყალიბების შესახებ;
2. უზრუნველყონ აპარატის სტრუქტურული ერთეულების უფროსებმა:
ა) მათ წინაშე დასახული ამოცანების სრულყოფილი და დროული შესრულება;
ბ) კომისიის მარეგულირებელი ფუნქციების ეფექტური განხორციელება და კომუნიკაციის სექტორის რეგულირების თანამედროვე საფუძვლების დანერგვა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურს (გ. ბუთბაია).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
საკომუნიკაციო ბაზრის განვითარების სტრატეგიული ამოცანების თაობაზე
ჩარჩო პროექტი
კომისიის მარეგულირებელი საქმიანობის სტრატეგიული ამოცანები
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის სტრატეგიული ამოცანებისა და პრიორიტეტული საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებული სამოქმედო ჩარჩო გეგმა შემუშავდა საქართველოს საკომუნიკაციო ბაზრის განვითარების მიმდინარე ეტაპზე კომისიის მიერ მარეგულირებელი საქმიანობის განხორციელებისას გადასაჭრელი ამოცანების პრიორიტეტულობისა და კომისიის სამსახურებს შორის ფუნქციების განაწილების გათვალისწინებით.
სტრატეგიული დაგეგმარების სამსახური
სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის ფუნქციების თანახმად, (რომელიც ითვალისწინებს კომისიის ყოველდღიური და სტრატეგიული დაგეგმარების საკითხებში კომისიის ძირითადი ამოცანების განსაზღვრას და მათი განხორციელების ორგანიზებას, კომისიის მარეგულირებელი საქმიანობის ამოცანათა სტრატეგიულ დაგეგმარებას, შესაბამისი შიდა თუ საერთაშორისო პროექტების დაგეგმვას, მათი განხორციელების უზრუნველყოფასა და ასევე კომისიის პერიოდული თუ წლიური ანგარიშების მომზადებას და აპარატის ეფექტური ფუნქციონირების ორგანიზებას) შემუშავებულ იქნა სამუშაო გეგმა, რომელიც მოიცავს იმ პრიორიტეტულ ამოცანათა ჩამონათვალს, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს კომისიის საოპერაციო ფუნქციების ეფექტურობის ზრდას და კომისიის მარეგულირებელი საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებების მკაფიო განსაზღვრას:
პრიორიტეტული ამოცანები:
ქ კომისიის მარეგულირებელი საკითხებისა და დარგში არსებული პრობლემების თაობაზე საჯარო განხილვის სისტემის ორგანიზება;
ამ სისტემის ამოქმედება ხელს შეუწყობს კომისიის მიერ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის საჯაროობასა და გამჭვირვალობას, კავშირგაბმულობის ოპერატორი კომპანიებისათვის რეკომენდაციების მიწოდებასა და პრობლემური საკითხების განხილვის პროცესში მათ აქტიურ ჩართვას.
ქ რადიოდანადგარებისა და საკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების გამოქვეყნებული რეგლამენტის თაობაზე მიღებული შენიშვნებისა და წინადადებების ანალიზი;
ქ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ კანონპროექტის მომზადება;
ზემოთჩამოთვლილი ამოცანების გადაჭრა განხორციელდება სტრატეგიული დაგეგმარებისა და სამართლებრივ საქმეთა სამსახურის ერთობლივი ძალისხმევით.
ქ საკომუნიკაციო დარგის სტატისტიკური და საანგარიშებო ანალიტიკური მასალების გამოქვეყნების სისტემის შექმნა;
აღნიშნული სისტემის შემუშავება მიზნად ისახავს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი ოპერატორებისა და დარგის განვითარების შესახებ ეკონომიკური, ტექნიკური, ტექნოლოგიური და სხვა საოპერაციო ფინანსური მაჩვენებლების შეგროვებას, დამუშავებას და მონაცემთა ბაზაში განთავსებას. ავტომატიზირებული მომაცემთა ბაზის შემუშავებისა და სრულყოფის მიზნით აღნიშნული ამოცანის დაგეგმვა მოითხოვს კომისიის ბაზრის რეგულირების სამსახურისა და ადმინისტრაციული სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტის დახმარებას. ბაზრის სტატისტიკური საანგარიშგებო სისტემის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს კომისიის მიერ საკომუნიკაციო ბაზრის განვითარების, ბაზრის ცალკეული სეგმენტების კონკურენტუნარიანობის შესახებ ანალიტიკური მასალების მომზადებას, ბაზრის სეგმენტების განვითარების ძირითადი მიმართულებების გამოკვეთას, აგრეთვე დარგში მიმდინარე დადებითი ტენდენციების გაღრმავებასა და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებისათვის კომისიის მიერ სტრატეგიული განვითარების თაობაზე სამოქმედო გეგმების შემუშავებას.
ქ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გაფართოების ძირითადი პრინციპებისა და პრიორიტეტების შემუშავება, რომელიც მოიცავს, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან არსებული პრობლემების გადაწყვეტის, ასევე მომავალი ურთიერთობების დამყარების შესახებ წინადადებების შემუსავებას და აღნიშნულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების კოორდინირებას;
საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის საქართველოში დანერგვის, გაზიარებისა და პრობლემატურ საკითხებზე რეკომენდაციების მიღების თვალსაზრისით სტრატეგიული სამასახურის ერთ-ერთ პრიორიტეტული ამოცანას წარმოადგენს.
ქ კომისიის საოპერაციო საქმიანობის ანალიზი;
ქ საოპერაციო საქმიანობის ეფექტურობის ზრდის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებებისა და პროფესიული ზრდის შესახებ გეგმის შემუშავება;
კომისიის საოპერაციო საქმიანობის ანალიზი ხელს შეუწყობს ეფექტურობის ზრდის უზრუნველსაყოფად კომისიის მიერ გასატარებელი ღონისძიებების განსაზღვრასა და პროფესიული მომზადება/გადამზადების გეგმის შემუშავებას, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს კომისიის თანამშრომლებისათვის საჭირო ცოდნის შეძენასა და გაღრმავებას.
ქ სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ კვარტალური ანგარიშის მომზადება;
ქ სამსახურში შემოსულ კორესპონდენციაში დასმული საკითხების თემატურად დაჯგუფება, დასმული პრობლემატიკის მიხედვით მათი არსობრივი ანალიზი და პრობლემის განზოგადება;
ქ შეჯერებული გადაწყვეტილებების მიღების ეფექტური მექანიზმების ამოქმედება.
კომისიის მარეგულირებელი საქმიანობის ფუნქციონალური განაწილების ახალ სტრუქტურაზე გადასვლიდან გამომდინარე, ზემოთ ჩამოთვლილი ამოცანების შესრულება წარმოადგენს მარეგულირებელი საქმიანობის ეფექტურობის გაზრდისა და ანგარიშგების განხორციელების უზრუნველმყოფ წინაპირობას.
ადმინისტრაცია
კომისიის ადმინისტრაციის ფუნქციების შესაბამისად, (რომლის მიზანს წარმოადგენს კომისიის ძირითადი მარეგულირებელი ფუნქციების შესრულების ხელშეწყობა,) შემუშავებული პრიორიტეტული ამოცანების გეგმა მოიცავს იმ განსახორციელებელ საკითხთა ჩამონათვალს, რომლებიც უზრუნველყოფენ კომისიის ფუნქციების ეფექტურად შესრულებასა და ყოველდღიური საქმიანობის კოორდინირებას.
პრიორიტეტული ამოცანები:
ქ კომისიის აპარატის ახალი სტრუქტურის შესაბამისად კომპიუტერული ქსელის რეორგანიზაცია;
ქ შემოსული კორესპონდენციის მართვის პროგრამის ახალი სტრუქტურის შესაბამისად მოდიფიცირება;
ქ კომისიის აპარატის საქსელო შეტყობინების პროგრამის სრულყოფა და დანერგვა;
ქ სატელეფონო ქსელის ოპერატორების ტრაფიკების მონიტორინგის პროგრამული სისტემის სრულყოფა;
ზემოთ მოცემული პროგრამული სისტემების შემუშავება და სრულყოფა ხელს შეუწყობს კომისიის აპარატის გამართულ ფუნქციონირებას და მარეგულირებელი თუ საოპერაციო ფუნქციების ეფექტურად განხორციელებას.
ქ ინტერნეტში კომისიის ვებ-გვერდის ინგლისურენოვანი ვესიის მოდიფიცირება;
ქ ინტერნეტში კომისიის ახალი ვებ-გვერდის დიზაინის შესარჩევი ტენდერის ჩატარების შემდგომ მისი ტექნიკური რეალიზაცია;
ქ კომისიის მიერ საჯარო განხილვისათვის ცნობების ვებ-გვერდზე გამოქვეყნების ორგანიზება;
ქ კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტებისა და სხდომებზე მიღებული სამართლებრივი აქტების საინფორმაციო უზრუნველყოფა;
მოცემული საკითხების გადაჭრა უზრუნველყოფს კომისიის საქმიანობის გამჭვირვალობასა და საჯაროობას.
ქ კომისიის აპარატში სხვადასხვა სახის უწყებრივი რეესტრების პროგრამების სრულყოფა და დანერგვა;
ამოცანა ითვალისწინებს სალიცენზიო გადასახდელების გადახდის ვადების კონტროლსა და თანხების ჩარიცხვის თაობაზე ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების ორგანიზებას, აგრეთვე ლიცენზიის პირობებით განსაზღვრული პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადისა და ლიცენზიების მოქმედების ვადის გასვლის კონტროლს.
ქ კომისიის აპარატის ახალი სტრუქტურის შესაბამისად შუალედური ხასიათის შეტყობინებების, კომისიიდან გაგზავნილი კორესპონდენციის მართვის პროგრამის საშუალებით გადამისამართებისორგანიზება;
ქ შემოსულ კორესპონდენციაში დასმულ საკითხთა თემატურად დაჯგუფება, დასმული პრობლემატიკის მიხედვით მათი არსობრივი ანალიზი და პრობლემების განზოგადება;
პრობლემატურ საკითხთა თემატურად დაჯგუფება და არსობრივი ანალიზი, ასევე დავალებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება ხელს უწყობს კომისიის შემდგომი საქმიანობის სტრატეგიის განსაზღვრასა და საჭირო ღონისძიებების გატარებას.
ქ საჯარო ინფორმაციის გაცემის, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ან მასზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ საქართველოს პრეზიდენტისათვის და პარლამენტისათვის წარსადგენი ანგარიშის განხილვის შესახებ დოკუმენტის მომზადება;
ქ სამსახურის მიერ შესრულებული საქმიანობის შესახებ კვარტალური ანგარიშის მომზადება.
კომისიის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული საოპერაციო გეგმების შესრულება უზრუნველყოფს კომისიის შეუფერხებელ მუშაობას, კომისიის აპარატის სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ყოველდღიური საქმიანობის კოორდინირებას, კომისიაში შემოსული კორესპონდენციის მართვას, საკადრო საკითხების მომზადებასა და საარქივო საქმიანობის წარმოებას, საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის დანერგვას, მართვას, რესტრუქტურიზაციასა და კომისიის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნვეყოფას.
უნივერსალური მომსახურების სამსახური
უნივერსალური მომსახურების სამსახური ჩამოყალიბდა კომისიის ფუნქციონალური სტრუქტურის რეფორმირების ეტაპზე. ამ სამსახურის საქმიანობის მიზანს წარმოადგენს საქართველოში საკომუნიკაციო მომსახურებაზე მომხმარებლის უნივერსალური ხელმისაწვდომობის (დაშვების) პოლიტიკის განხორციელება და უნივესალური ხელმისაწვდომობის თაობაზე მინიმალური მოთხოვნების დადგენისა და მისი შესრულების უზრუნველყოფა. უნივერსალური მომსახურების სამსახურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელია განხორციელდეს რიგი ამოცანები და შემუშავდეს რიგი დოკუმენტები, რომელებიც საფუძველს ჩაუყრიან სამსახურის მომავალ საქმიანობას და ხელს შუწყობენ დასახული მიზნების განხორციელებას.
პრიორიტეტული ამოცანები:
ქ უნივერსალური მომსახურების თაობაზე ნორმატიული აქტის პროექტის მომზადება;
ქ უნივერსალური მომსახურების საკითხების ორგანიზაციულ-ინსტიტუციონალური ფორმატის შემუშავება;
საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი უნივერსალური მომსახურების ნორმატიული აქტის შემუშავება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს სპეციფიკას და დაფუძნებულია უნივერსალური მომსხურების პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებზე აღნიშნული სამსახურის ეფექტურად ფუნქციონირებისა და საქართველოში უნივერსალური დაშვების/მომსახურების დანერგვის საწინდარს წარმოადგენს.
ქ უნივერსალური მომსახურების დანახარჯების აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ტარიფების თაობაზე მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო წესების განხილვის შესახებ გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
ქ რეგიონალური განვითარების ინდიკატორების შეგროვება და ერთიანი ბაზის შექმნა;
არსებული ამოცანის შესრულება ითვალისწინებს კომისიის ბაზრის რეგულირების სამსახურთან ერთად კოორდინირებული სამუშაოს განხორციელებას, რომელიც მოიცავს უნივერსალური მომსახურების წმინდა ხარჯების განსაზღვრის თაობაზე მეთოდოლოგიური წესების შემუშავებას და .
ქ საზოგადოების გათვითცნობიერების კომპანიის წამოწყება;
ქ სამსახურში შემოსულ კორესპონდენციაში დასმული საკითხების თემატურიდ დაჯგუფება, დასმული პრობლემატიკის მიხედვით მათი არსობრივი ანალიზი და პრობლემის განზოგადება;
ქ სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ კვარტალური ანგარიშის მომზადება.
ზემოთ ჩამოთვლილ ამოცანათა შესრულება უნივერსალური მომსახურების სამსახურის ფუნქციათა შესრულებისათვის აუცილებელ საწყის ნაბიჯებს წარმოადგენს, რომელიც საშუალებას იძლევა მკაფიოდ განისაზღვროს მოქმედების ჩარჩოები, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილი იქნება სამსახურის შემდგომი ფუნქციონირება და შემუშავებული მიზნების განხორციელება.
სამართლებრივ საკითხთა სამსახური
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი საქმიანობის ფუნქციონალური განაწილების სტრუქტურაზე გადასვლის შემდგომ შენარჩუნდა იურიდიული სამსახურის ერთეული სამართლებრივ საკითხთა სამსახურის სახით, რაც განპირობებული იყო, როგორც მისი ფუნქციების სხვა სამსახურების საქმინობასთან გადამკვეთი ხასიათით, ასევე რეგულირების სხავდასხვა სფეროში ახალი, ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშავების, მომხმარებლთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხებისა და ოპერატორებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტის საჭიროებით. სამართლბრივ საკითხთა სამასახურის სამუშაო გეგმა მოიცავს შემდეგ პრიორიტეტული ამოცანების გადაწყვეტას.
პრიორიტეტული ამოცანები:
ქ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ კანონპროექტის მომზადება სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურთან თანამშრომლობით;
როგორც ზემოთ აღინიშნა, სამართლებრივ საკითხთა სამსახურის ფუნქციების სხვა სამსახურების საქმიანობასთან გადამკვეთი ხასიათიდან გამომდინარე, ზემოთ ჩამოთვლილი ამოცანები ითვალისწინებს სხვა სამსახურებისათვის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით დახმარების გაწევასა და ერთობლივი სამუშაოს შესრულებას.
ქ რადიოდანადგარებისა და საკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის შემუშავება;
ქ კავშირგაბმულობის ოპერატორების მიერ მომხმარებელთა მომსახურების შესახებ პროექტის შემუშავება;
ქ სამსახურში შემოსულ კორესპონდენციაში დასმული საკითხების თემატურიდ დაჯგუფება, დასმული პრობლემატიკის მიხედვით მათი არსობრივი ანალიზი და პრობლემის განზოგადება;
ქ კვარტალური ანგარიშის მომზადება გაწეული საქმიანობის შესახებ
აღნიშნული კანონპროექტებისა თუ გადაწყვეტილების პროექტების შემუშავება უზრუნველყოფს კომისიაში ევროპულ დირექტივებთან ჰარმონიზირებული მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავებას, რომელიც კომისიის სტრატეგიის თანახმად ჩამოაყალიბებს კავშირგაბმულობის სექტორის რეგულირების ახალ და თანამედროვე საფუძვლებს.
სიხშირული რესურსების მართვისა და სტრანდარტიზაციის სამსახური
კომუნიკაციების ერვნული კომისიის ყოფილი სტრუქტურის ფარგლებში არსებული სიხშირეების კოორდინირებისა და მეთვალყურეობის სამსახურის ფუნქციათა მოდიფიცირებისა და გაფართოების შედეგად ჩამოყალიბდა სიხშირული რესურსებისა და სტანდარტიზაციის სამსახური, რომლის მიზანსაც წარმოადგენს სიხშირული რესურსების დაგეგმვასთან, მართვასთან, განაწილებასთან, რადიოელექტრონული საშუალებებისა და აღჭურვილობის სტანდარტებთნ და ტიპობრივი ნიმუშის დამტკიცებასთან დაკავშირებული ყველა მარეგულირებელი ფუნქციის წინააღმდეგობის გარეშე შესრულების უზრუნველყოფა.
სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურის გეგმა მოიცავს იმ პრიორიტეტულ ამოცანათა ჩამონათვალს, რომელთა შესრულებაც ხელს შეუწყობს სიხშირული რესურსების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციულ დაგეგმვასა და მართვას მათ გამოყენებაზე ეფექტურ მონიტორინგს.
პრიორიტეტული ამოცანები:
ქ რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სისტემის და სპექტრში გამსხივებელი წყაროების საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმარებისა და მონიტორინგის პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფის შესაძენად ტენდერის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების პროექტის მოზადება;
ქ რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სისტემის და სპექტრში გამსხივებელი წყაროების საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმარების პროგრამული უზრუნველყოფის შესაძენად ტენდერის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
აღნიშნული ამოცანბის განხორციელება გულისხმობს სიშირეთა მართვისა და სტანდარტიზაციის, ადმინისტრაციული, ფინანსური, მონიტორინგისა, და სამართლებრივ საკითხთა სამსახურების მიერ ერთობლივი სამუშაოს შესრულებას საჭიროებების დეტალურად განსაზღვრისა და საოპერაციო ამოცანების ფორმულირების მიზნით.
ქ საქართველოში მესამე თაობის მომსახურების (მესამე გენერაცია 3G) მობილური ქსელების შესაქმნელად სიხშირული ზოლების დანაწილების გეგმისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების შემუშავებას შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ქ ტელერადიოსამაუწყებლო ზონებისათვის მაღალსიხშირული მოწყობილობისათვის (გადამცემები) გამოსაყენებელი სამუშაო სიხშირული ზოლების დაგეგმვა;
ქ სამხედრო დანიშნულების კავშირგაბმულობის თანამედროვე ტექნიკური მოწყობილობებისა და სისტემების სიხშირული რესურსით უზრუნველსაყოფად, სიხშირული ზოლების პერსპექტიული დაგეგმარებისათვის, თავდაცვის სამინისტროს დაინტერესებული სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზება;
ა) თავდაცვის მიზნებისათვის ამჟამად მოქმედი სიხშირული ბადის დაზუსტება და დადგენა;
ბ)დანერგვის პროცესში მყოფი ტექნიკური აღჭურვილობისათვის სიხშირული რესურსის პერსპექტიული ბადის
შედგენა;
ქ სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ კვარტალური ანგარიშის მომზადება.
არსებული თუ ახალი საკომუნიკაციო მომსახურებისათვის, ისევე როგორც სამხედრო დანიშნულების კავშირგაბმულობის თანამედროვე ტექნიკური მოწყობილობებისა და სისტემებისათვის სიხშირული რესურსების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაგეგმვა და განაწილება და შემდგომი მონიტორინგი ამ სამსახურის ერთ-ერთ მთავარ და პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს შეზღუდული რესურსების მიზნობრივად გამოყენებასა და საკომუნიკაციო მომსახურების გაწევისას ამოწურვადი რესურსების ეფექტურ განაწილებას.
მონიტორინგის სამსახური
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის ფარგლებში მონიტორინგის სამასახურის ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბება განპირობებული იყო კავშირგაბმულობის ლიცენზირებული ოპერატორების საქმიანობაზე კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში ეფექტური ზედამხედველობის სისტემის შექმნისა და კომისიის გადაწყეტილებების აღსულების ეფექტური მექანიზმების შემუშავების საჭიროებით, რაც, თავის მხრივ, კონკურენტუნარიანი გარემოს წინაპირობების შექმნისა და მომხმარებელთა კანონიერი უფლებების დაცვის უზრუნველმყოფ პირობას წარმოადგენს.
პრიორიტეტული ამოცანები:
ქ ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ჩატარებული მონიტორინგისა და გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების შემუშავება და გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
ქ ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მხრიდან გამოვლენილ სალიცენზიო პირობების დარღვევის ფაქტების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების აუცილებლობის შესახებ ტიპური ფორმის შემუშავება;
ქ სატელეფონო ქსელის ოპერატორების მიერ კომისიაში წარმოდგენილი საბილინგო და ტრაფიკების მონაცემებს შორის გამოვლენილი განსხვავებების ანალიზი და მონაცემთა შესაბამისობაში მოყვანის მიზნით სათანადო ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;
ქ მონიტორინგის სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ კვარტალური ანგარიშის მომზადება.
მონიტორინგის სამსახურის მიერ გადასაჭრელი პრიორიტეტული ამოცანები, მათ შორის, ოპერატორთა საბილინგო მონაცემებისა თუ ტრაფიკების შესახებ მონაცემების შეგროვება და მათი ანალიზი, არსებული დარღვრვების გამოვლენა და მათი აღმოფხვრისათვის შესაბამისი მექანიზმებისა და ღონისძიებების შემუშავება მნიშვნელოვანია კომისიის მარეგულირებელი ფუნქციების ეფექტურად განხორციელებისათვის. აგრეთვე, ოპერტორების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების მონიტორინგის წარმოება და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყება, თუ სხვა ზომების მიღება ამ სამსახურის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ბაზარზე კონკურენციის ზრდას.
ქ სამეწარმეო კონტროლის სფეროში გაწეული საქმიანობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარსადგენი ანგარიშის განხილვის შესახებ პროექტის მომზადება;
აღნიშნული ამოცანის გადაჭრა განხორცილედება კომისიის აპარატის მონიტორინგისა და ტელერადიომაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურების ერთობლივი ძალისხმევით.
ქ სატელეფონო ქსელის ოპერატორების ტრაფიკების მონიტორინგის პროგრამული სისტემის სრულყოფის (ახალი ფუნქციების დამატება) მიზნით ტექნიკური დავალების მომზადება;
აღნიშნული ამოცანის შესრულება მოითხოვს ადმინისტრაციის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტის დახმარებას.
ფინანსური სამსახური
ფინასური სამასახურის პრიორიტეტული ამოცანების თაობაზე შემუშავებული გეგმა უზრუნველყოფს კომისიის დებულებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას, რაც გულისხმობს კომისიის საქმიანობის შესახებ ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებას, კომისიის საქმიანობის სტრატეგიული გეგმის შესაბამისად კომისიის ბიუჯეტის პროექტის მომზადების უზრუნველყოფას, სალიცენზიო გადასახდელებისა და რეგულირების ყოველწლიური საფასურის აღრიცხვისა და კომისიის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის უზრუნველყოფას.
პრიორიტეტული ამოცანები:
ქ კომისიის კვარტალერი ბიუჯეტის მუხლების შესრულების განხილვის შესახებ გადაწყვეტულების პროექტის მომზადება;
ქ კომისიის მომავალი წლის ბიუჯეტის გეგმის პროექტის განხილვის შესახებ გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
ქ ლიცენზიის მიღების ან მოქმედების ვადის გაგრძელების მსურველი კომპანიების მიერ სალიცენზიო მოსაკრებლების გადახდისა და სალიცენზიო გადასახდელების ჩარიცხვის მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
ქ სალიცენზიო გადასახდელების გადახდის ვადების კონტროლი და თანხების ჩარიცხვის თაობაზე კომისიის ინფორმირება;
ქ კომისიის აპარატში ჩატარებული ინვენტარიზაციის თაობაზე საბოლოო შედეგების აქტის მომზადება;
მოცემული ამოცანა გულისხმობს სამუშაოს ერთობლივ შესრულებას კომისიის ადმინისტრაციის დახმარებით.
ქ სამსახურში შემოსულ კორესპონდენციაში დასმული საკითხების თემატურიდ დაჯგუფება, დასმული პრობლემატიკის მიხედვით მათი არსობრივი ანალიზი და პრობლემის განზოგადება;
ქ ფინანსური სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ კვარტალური ანგარიშის მომზადება.
ფინასური სამსახურის მიერ წარმოდგენილი ამოცანების შესრულება ხელს შეუწყობს კომისიის შემდგომ ფუნქციონირებასა და მარეგულირებელი საქმიანობის ეფექტურ განხორციელებას.
საკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახური
საკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახური ჩამოყალიბდა კომისიის ახალი სტრუქტურის ფარგლებში, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საკომუნიკაციო და საფოსტო მომსახურების ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს წინაპირობების ჩამოყალიბება და ბაზრის მონაწილეებისათვის საქმიანობაში თანასწორუფლებიანი და გამჭვირვალე პირობების შექმნა, კონკურენტუნარიანი სატარიფო ფასწარმოქმნის სისტემის ჩამოყალიბება, მომხმარებლის სატარიფო ხელმისაწვდომობისა და მომსახურებაზე კონკურენტული მოთხოვნის მაქსიმალურად დაკმაყოფილების უზრუნველყოფა, ისევე როგორც, სატელკომუნიკაციო და საფოსტო მომსახურების დარგის საინვესტიციო მიმზოდველობის ზრდის უზრუნველყოფა.
ამოცანები:
ქ ლიცენზიის მფლობელი პირების რეესტრის სრულყოფა
არნიშნული ამოცანა უკავშირდება ბაზრის რეგულირების სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციის განხორციელებას, რომელიც გულისხმობს ტელკომუნიკაციის სფეროში ლიცენზირების განხორციელებას, რაც მოიცავს ლიცენზირების პირობების განსაზღვრასა და ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობის ანალიზს, მოქმედი ლიცენზიის მფლობელების, ლიცენზიის პირობებისა და დაკავშირებული ინფორმაციის შესახებ შესაბამისი სალიცენზიო რეესტრის წარმოებას.
ქ საკომუნიკაციო დარგში მომსახურების სახეებზე ტარიფების ოდენობების რებალანსირების ჩატარება;
ქ საკომუნიკაციო დარგში კონკურენტუნარიანი ბაზრის წინაპირობების შექმნისათვის აუცილებელი მოთხოვნებიდან გამომდინარე დანახარჯების აღრიცხვისა და განაწილების ახალი მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო წესების (ე.წ. ELRIC) გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
კონკურენტუნარიანი სატარიფო ფასწარმოქმნის სისტემის ჩამოყალიბება აღნიშნული სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეულ ამოცანას წარმოადგენს. ბაზრის კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფისათვის ერთ-ერთი განმსაზღვრელი წინაპირობას წარმოადგენს სამართლიანი, გონივრული, დანახარჯებზე ორიენტირებული მეთოდოლოგიის შესაბამისად არადისკრიმინაციული ტარიფების დადგენა.
ü უნივერსალური მომსახურების დანახარჯების აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ტარიფების თაობაზე მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო წესების განხილვის შესახებ გადაწყვეტილების პროექტის მომზადება
მოცემული ამოცანა შესრულდება უნივერსალური მომსახურების სამსახურის მიერ, რომელსაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას გაუწევს ბაზრის რეგულირების სამსახური.
ü სამსახურში შემოსულ კორესპონდენციაში დასმული საკითხების თემატურიდ დაჯგუფება, დასმული პრობლემატიკის მიხედვით მათი არსობრივი ანალიზი და პრობლემის განზოგადება;
ü ბაზრის რეგულირების სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ კვარტალური ანგარიშების მომზადება.
დაგემილი ამოცანების ყოველი სამსახურის მიერ სრულყოფილი და დროული შესრულება, სამსახურების კოორდინირებული მუშაობა, ისეთი ამოცანების შესრულებისას, რომელიც მოითხოვს ერთობლივ ძალისხმევას უზრუნველყოფს კომისიის მარეგულირებელი ფუნქციების ეფექტურ განხორციელებასა და კომუნიკაციის სექტორის რეგულირების ახალი და თანამედროვე რეგულირების საფუძვლების დანერგვას.
