წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 671 ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანია ნინოწმინდისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 671 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 10, 2004

მიღების თარიღი დეკემბერი 10, 2004

ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანია ნინოწმინდისთვის

სიხშირეების მინიჭების  შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანია ნინოწმინდამ კომისიას მიმართა განცხადებით (N 118, 07.10.04.) სიხშირეების მინიჭების თაობაზე. კომპანია ახორციელებს ნავთობის საძიებელ კვლევით სამუშაოებს საგარეჯოს რაიონში. სიხშირეები განსაზღვრულია რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისთვის ოპერატიული კავშირების განსახორციელებლად და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა: 

1.            მიენიჭოს ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანია ნინოწმინდა 449.325 მგჰც, 449.400 მგჰც და 449.475 მგჰც სიხშირეები საგარეჯოს რაიონში რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;

2.             აღირიცხოს ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანია ნინოწმინდისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.            უზრუნველყოს ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანია ნინოწმინდამ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

4.            კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანია ნინოწმინდისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

6.            კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                              დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები