წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 672 სამხრეთ კავკასიის მილსადენისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 672 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 10, 2004

მიღების თარიღი დეკემბერი 10, 2004

სამხრეთ კავკასიის მილსადენისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიის მილსადენმა კომისიას მიმართა განცხადებით (SCP/OUT/015/04, 20.10.04.) საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში მშენებარე მილსადენის ტრასის მიმდაბარე ტერიტორიაზე რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისთვის UHF  დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე.

          აღნიშნულ რეგიონში UHF დიაპაზონში ჩატარებული რადიომონიტორინგის საფუძველზე შეირჩა 415.300 მგჰც და 408.500 მგჰც სიხშირეები. სიხშირეები განსაზღვრულია საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში სამხრეთ კავკასიის მილსადენის რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისთვის მის მომსახურე პერსონალს შორის ოპერატიული რადიოკავშირების განსახორცილებლად და გამოყენებული უნდა იყოს  შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების  29-ე  მუხლის  მე-7  პუნქტის  შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.             მიენიჭოს სამხრეთ კავკასიის მილსადენს 415.300 მგჰც და 408.500 მგჰც სიხშირეები  საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2. აღირიცხოს სამხრეთ კავკასიის მილსადენისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.            უზრუნველყოს სამხრეთ კავკასიის მილსადენმა კომისიაში  სათანადო   ინფორმაციის   წარმოდგენა მაღალსიხშირული  მოწყობილობების    გამოყენებაზე    ნებართვის    მისაღებად;

4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სამხრეთ კავკასიის მილსადენისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;

5.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში; 

 6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს  (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                             დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები