წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 674 შპს “ტექნო-მედიისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 674 / 7

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 10, 2004

მიღების თარიღი დეკემბერი 10, 2004

შპს „ტექნო-მედიისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს  „ტექნო-მედიამ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 27 დეკემბრის N 2/4-3018 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 318, 25.11.04.) თანდართული ტექნიკური მონაცემების შესაბამისად მაღალსიხშირული მოწყობილობების (რადიოსარელეო სადგურები) გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის N 621 (19.11.04.) გადაწყვეტილებით შპს „ტექნო-მედიას” გაუგრძელდეა ქ. თბილისში რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის მინიჭებული სიხშირეების მოქმედების ვადა. მაღალსიხშირული მოწყობილობები გამოყენებული იქნება შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულიებით არაკომერციული მიზნით.

         „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „დ„ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ  

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შპს „ტექნო-მედიას„ ერთი წლის ვადით მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის  შესაბამისად;

2.უზრუნველყოს შპს „ტექნო-მედიამ” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;

3.შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;     

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე               დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები