წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 676 სს „აზოტისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 676 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 10, 2004

მიღების თარიღი დეკემბერი 10, 2004

სს „აზოტისთვის„ სიხშირეების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ სს „აზოტმა„ (რეგისტრირებული ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 30 ოქტომბრის N 9/5-25 დადგენილებით)  კომისიას მიმართა განცხადებით (N 12/702, 13.10.04) ქ. რუსთავის  ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ოთხი  სიხშირის მინიჭების თაობაზე.  სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.             მიენიჭოს სს „აზოტს„ 452.375 მგჰც, 452.425 მგჰც, 457.775 მგჰც და 457.875 მგჰც სიხშირეები ქ. რუსთავში ოპერატიული  რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.            აღირიცხოს სს „აზოტისთვის„ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.             უზრუნველყოს სს „აზოტმა„ კომისიაში  სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული    მოწყობილობების    გამოყენებაზე    ნებართვის    მისაღებად;

4.            კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს „აზოტისთვის„  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე). 

         კომისიის თავმჯდომარე                                                       დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები