წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 680 “კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ დებულების დამტკიც

ნომერი: 680 / 11

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2004

მიღების თარიღი დეკემბერი 14, 2004

„კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის 20 დეკემბრის N2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, 210-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 211-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ

გადაწყვიტა

1.                  დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის 20 დეკემბრის N2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;

2.                  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა (კ. ყურაშვილი) და სტრატეგიული დაგეგმარების (გ. ბუთბაია) სამსახურებს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

3.                  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7) ექვსი თვის განმავლობაში;

4.                  კონტროლო აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის   სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები