გადაწყვეტილება N 682 საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 17, 2004
მიღების თარიღი დეკემბერი 17, 2004
საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია) აღნიშნავს, რომ ,,საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის 2004 წლის 7 ოქტომბრის N527 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად თხუთმეტი გადამცემის გამოყენებით მითითებულ სამაუწყებლო ზონებში:
|
სამაუწყებლო ზონა |
ანტენის განთავსების ადგილი |
გეოგრაფიული კოორდინატ. |
ანტენის სიმაღლე მიწისზედ.მ |
სიხშირე, მგჰც |
სიმძლ. კვტ |
მაუწყებლობის საშ. რად კმ |
|
|
1 |
4 |
გორის ანძა |
44E03; 42N02 |
140 |
101.5 |
1 |
45 |
|
2 |
7 |
ქუთაისის ანძა |
42E44; 42N17 |
100 |
107.4 |
2 |
55 |
|
3 |
10 |
ზუგდიდის ანძა |
41E52; 42N30 |
50 |
103.6 |
1 |
40 |
|
4 |
2 |
ბათუმის ანძა |
41E43; 41N41 |
100 |
101.5 |
0.5 |
25 |
|
5 |
3 |
თელავი |
45E29; 41N55 |
35 |
101.1 |
0.5 |
40 |
|
6 |
6 |
ბორჯომის ანძა |
43E22; 41N49 |
30 |
107.4 |
0.25 |
20 |
|
7 |
6 |
ბაკურიანი |
43E31; 41N44 |
20 |
107.0 |
0.025 |
10 |
|
8 |
6 |
ახალქალაქის ანძა |
43E25; 41N21 |
60 |
107.4 |
0.5 |
35 |
|
9 |
6 |
ახალციხის ანძა |
42E57; 41N38 |
35 |
104.6 |
0.25 |
25 |
|
10 |
4 |
ფასანაური |
44E41; 42N21 |
30 |
107.4 |
0.25 |
20 |
|
11 |
4 |
გუდაური |
44E53; 42N20 |
30 |
101.6 |
0.025 |
10 |
|
12 |
4 |
ყაზბეგი, ელ. კავშირის ანძა |
44E39; 42N39 |
25 |
107.4 |
0.25 |
20 |
|
13 |
5 |
დმანისის ანძა |
44E13; 41N22 |
150 |
101.0 |
1 |
50 |
|
14 |
3 |
დ. წყაროს ანძა |
46E08; 41N27 |
180 |
100.6 |
1 |
50 |
|
15 |
8 |
ჭიათურის ანძა |
43E16; 42N17 |
50 |
107.4 |
0.25 |
35 |
საკონკურსო სხდომის თარიღად გამოცხადდა 2004 წლის 17 დეკემბრის 12 საათი; დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად 2004 წლის 12 ნოემბრის 17 საათი. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 59778 (ორმოცდაცხრამეტი ათას შვიდას სამოცდათვრამეტი ) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და კომისიის ვებ გვერდზე ინტერნეტში.
განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ,,საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის 2004 წლის 7 ოქტომბრის N527 გადაწყვეტილების მეორე პუნქტის შესაბამისად წარმოადგინა შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღამ„.
კომპანიის მიერ წარმოდგრნილმა სამშენებლო ტექნიკურმა დოკუმენტაციამ გაიარა ექსპერტიზა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებულ ქვეკომისიაში და მიღებულია დასკვნა (ქვეკომისიის სხდომის ოქმი N6 14.12.2004 წ.), რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის” მიერ საეთერო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაცია შესაბამისობაშია ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან, არსებულ ნორმებთან და სტანდარტებთან, ამავე დროს, შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის” სამშენებლო-ტექნიკურ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით სამინისტროების მიერ წარმოდგენილ დაკვნებში მოცემული შენიშვნები გათვალისწინებულ უნდა იქნას სალიცენზიო ვალდებულებებში.
ამასთან, კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ისა და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთები.
კონკურსი საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარდა 2004 წლის 17 დეკემბერს კომისიის საჯარო სხდომაზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის” დირექტორი ქალბატონი მ.ჯახუა.
კომისიის სხდომაზე დადგინდა საჭირო დოკუმენტაციის არსებობა, შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია კონკურსის პირობებთან: სამშენებლო ტექნიკური დოკუმენტაცია შესაბამისობაშია ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან, არსებულ ნორმებთან და სტანდარტებთან; სამაუწყებლო კონცეფცია შეესაბამება დადგენილ პრიორიტეტებს; ბიზნეს გეგმაში მოცემულია სამაუწყებლო საქმიანობის დოკუმენტალურად დასაბუთებული დაფინანსების გეგმა.
,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის 455 მუხლიდან გამომდინარე და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად: ,,თუ კონკურსში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. კონკურსში მონაწილემ შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის” დირექტორმა, ქალბატონმა მ.ჯახუამ დაადასტურა, რომ იგი თანახმაა საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გადაიხადოს 59778 (ორმოცდაცხრამეტი ათას შვიდას სამოცდათვრამეტი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის 455 მუხლისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-13 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღა”, რომელიც თანახმაა გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი 59778 (ორმოცდაცხრამეტი ათას შვიდას სამოცდათვრამეტი) ლარი;
2. სალიცენზიო გადასახდელის 20% - 11955.6 (თერთმეტი ათას ცხრაას ორმოცდათხუთმეტი) ლარი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის 5977.8 (ხუთი ათას ცხრაას სამოცდაჩვიდმეტი) ლარის გამოკლებით (5977.8 - ხუთი ათას ცხრაას სამოცდაჩვიდმეტი ლარი) მიიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე 2005 წლის 17 იანვრამდე:
-ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი;
-ა/ანგარიში: 609326
-კოდი: 220101830
-საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050
3. სალიცენზიო გადასახდელის 10% ანუ 5977.8 (ხუთი ათას ცხრაას სამოცდაჩვიდმეტი) ლარი მიიმართოს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე 2005 წლის 17 იანვრამდე:
|
მიმღები |
სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი. კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი
|
|
საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
|
ბანკი |
საქართველოს ეროვნული ბანკი |
|
კოდი |
220101107 |
|
ანგარიშის N |
000141408 |
|
სახაზინო ქვეანგარიში |
9051 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
4. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70% ანუ 41844.6 (ორმოცდაერთი ათას რვაას ორმოცდაოთხი) ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
5. დაევალოს კომისიის აპარატის პრეს-მდივანს (ს.ბრიტანჩუკი) კონკურსის შედეგების საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
6. კომისიის ადმინისტრაციამ (მ.ქადეიშვილი) უზრუნველყოს კონკურსის მონაწილისათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
7. დაევალოს კომისიის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე) შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის” მიერ ამ გადაწყვეტილების მეორე და მესამე პუნქტებით განსაზღვრული თანხის გადახდიდან 7 სამუშაო დღის ვადაში მოამზადოს და წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღისათვის”- საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
