წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 683 საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 683 / 10

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 17, 2004

მიღების თარიღი დეკემბერი 17, 2004

საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში  გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ ,,საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2004 წლის 7 ოქტომბრის N528 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ექვსი გადამცემის გამოყენებით მითითებულ სამაუწყებლო ზონებში:

სამაუწყებლო

ზონა

ანტენის განთავსების  ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის სიმაღლე მიწის ზედ.მ

სიხშირე, მგჰც

სიმძლ. კვტ

მაუწყებლობის საშ. რად კმ

1

2

ბათუმის ანძა

41E43; 41N41

56

106.4

0.8

40

2

7

ქუთაისის ანძა

42E44; 42N16

40

106.4

1

45

3

9

სენაკი

42E05; 42N17

25

106.4

1

40

4

6

ახალციხის ანძა

42E57; 41N38

35

106.4

0.5

25

5

4

გორის ანძა

44E03; 42N02

120

106.4

1

45

6

5

მარნეულის ანძა

44E48; 41N28

40

106.4

0.5

25

საკონკურსო სხდომის თარიღად გამოცხადდა 2004 წლის 17 დეკემბრის 12 საათი;   დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად 2004 წლის 12 ნოემბრის 17 საათი. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 36,855 (ოცდათექვსმეტი ათას რვაას ორმოცდათხუთმეტი) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და კომისიის ვებ გვერდზე ინტერნეტში.

განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ,,საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2004 წლის 7 ოქტომბრის N528 გადაწყვეტილების მეორე პუნქტის შესაბამისად წარმოადგინა  შპს „პირველმა რადიომ„.

კომპანიის მიერ წარმოდგრნილმა სამშენებლო ტექნიკურმა დოკუმენტაციამ  გაიარა ექსპერტიზა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებულ ქვეკომისიაში და მიღებულია დასკვნა (ქვეკომისიის სხდომის ოქმი N6 14.12.2004 წ.), რომ შპს „პირველი რადიოს” მიერ საეთერო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი სამშენებლო-ტექნიკურ დოკუმენტაცია შესაბამისობაშია ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან, არსებულ ნორმებთან და სტანდარტებთან. ამავე დროს, შპს „პირველი რადიოს” სამშენებლო-ტექნიკურ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით სამინისტროების მიერ წარმოდგენილ დაკვნებში მოცემული შენიშვნები გათვალისწინებულ უნდა იქნას სალიცენზიო ვალდებულებებში.

ამასთან, კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ისა და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთები.

კონკურსი საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარდა 2004 წლის 17 დეკემბერს კომისიის საჯარო სხდომაზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა  შპს „პირველმა რადიოს„ პრეზიდენტი ბატონი ზ.ჭელიძე.

კომისიის სხდომაზე დადგინდა საჭირო დოკუმენტაციის არსებობა,  შპს „პირველმა რადიოს„ მიერ  წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია  კონკურსის პირობებთან: სამშენებლო ტექნიკური დოკუმენტაცია შესაბამისობაშია ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან, არსებულ ნორმებთან და სტანდარტებთან; სამაუწყებლო კონცეფცია შეესაბამება დადგენილ პრიორიტეტებს; ბიზნეს გეგმაში მოცემულია სამაუწყებლო საქმიანობის დოკუმენტალურად დასაბუთებული დაფინანსების გეგმა.

,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 455 მუხლიდან გამომდინარე და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების’’ მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად: ,,თუ კონკურსში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში’’. კონკურსში მონაწილემ შპს „პირველმა რადიოს„ პრეზიდენტმა, ბატონმა ზ.ჭელიძე დაადასტურა, რომ იგი თანახმაა საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გადაიხადოს 36,855 (ოცდათექვსმეტი ათას რვაას ორმოცდათხუთმეტი) ლარი.           

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 455 მუხლისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმინობის მარეგულირებელი წესების’’ მე-13 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.            საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „პირველმა რადიო„, რომელიც თანახმაა გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი 36,855 (ოცდათექვსმეტი ათას რვაას ორმოცდათხუთმეტი) ლარი;        

2.            სალიცენზიო გადასახდელის  20% - 7371  (შვიდი ათას სამას სამოცდათერთმეტი) ლარი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის – 3685.5 (სამი ათას ექვსას ოთხმოცდახუთი) ლარის გამოკლებით (3685.5 - სამი ათას ექვსას ოთხმოცდახუთი) მიიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე 2005 წლის 17 იანვრამდე:

     -ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;

     -ა/ანგარიში: 609326

     -კოდი: 220101830

     -საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050

3.            სალიცენზიო გადასახდელის 10% ანუ 3685.5 (სამი ათას ექვსას ოთხმოცდახუთი) ლარი მიიმართოს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე 2005 წლის 17 იანვრამდე:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი.

კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი

 

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141408

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

   4. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70% ანუ 25798.5 (ოცდახუთი ათას შვიდას ოთხმოცდათვრამეტი) ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

   5. დაევალოს კომისიის აპარატის პრესმდივანს (ს.ბრიტანჩუკი) კონკურსის შედეგების საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

   6. კომისიის ადმინისტრაციამ (მ.ქადეიშვილი) უზრუნველყოს კონკურსის მონაწილისათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

   7. დაევალოს კომისიის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე) შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის”ს მიერ ამ გადაწყვეტილების მეორე და მესამე პუნქტებით განსაზღვრული თანხის გადახდიდან 7  სამუშაო დღის ვადაში მოამზადოს და წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი შპს „პირველი რადიო”-სათვის საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ;

   8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

   9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

        

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები