წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 684 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის N 71 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 684 / 17

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 17, 2004

მიღების თარიღი დეკემბერი 17, 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2004 წლის N 71 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის  17 დეკემბრის N71 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს მ/წლის 17 დეკემბრის კომისიის N71 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-16 საკითხი (შპს „ტელეიმედის” მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ)  მ/წლის 21 დეკემბრის კომისიის N72 სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

2. წარმოდგენილ კომისიის N 71 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს  12 (თორმეტი) საკითხი:

ა) შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის” ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე)

ბ)  შპს „მიკრომედია XXI”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

გ) შპს „მაგთიკომის” მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ (მომხს.  კ. ყურაშვილი);

დ) შპს „საქართველოს ტელეკომის” მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ (მომხს.  კ. ყურაშვილი);

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს.ს. შავგულიძე);

ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ზ) კომპანია „სპი კაპაგ-პეტროფაკ ინტერნეშენელ ლიმითედისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

თ) შპს „ამიგერისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ი) შპს „ჯეო იმპექსისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

კ) ასოციაცია (კავშირი) „ათინათისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ლ) სს „საქართველოს ელექტროკავშირისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე)

მ) შპს „Solar Georgia”-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე).

3.  დამტკიცდეს კომისიის N 71  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;

4. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის    ადმინისტრაციას             (ნ. ჯანელიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                            დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები