წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 685 “ურთიერთჩართვის ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 685 / 22

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 17, 2004

მიღების თარიღი დეკემბერი 17, 2004

 „ურთიერთჩართვის ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

„ურთიერთჩართვის ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე და 46-ე მუხლების შესაბამისად კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ურთიერთჩართვის ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების შესახებ;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების (ე. ასანიძე), სამართლებრივ საკითხთა (კ.ყურაშვილი) და სტრატეგიული დაგეგმარების (გ.ბუთბაია) სამსახურებს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                    დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები