გადაწყვეტილება N 687 შპს “ივერთმედიას” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ღიაობის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 17, 2004
მიღების თარიღი დეკემბერი 17, 2004
შპს „ივერთმედიას” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ღიაობის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2004 წლის 15 ნოემბერს კომისიას (№ 6874-04) განცხადებით მიმართა შპს „ივერთმედიამ”, რომელმაც წარმოადგინა მის მიერ სხვადასხვა ტელეარხებთან დადებული ხელშეკრულებები და მოითხოვა მათი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის საფუძველზე, კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.
კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ივერთმედიას” მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები არ შეიცავენ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას და ამიტომ იგი ცნობილი უნდა იქნეს ღიად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლისა და 31-ე მუხლის, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. უარი ეთქვას შპს „ივერთმედიას” წარმოდგენილი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე და ცნობილ იქნას აღნიშნული ინფორმაცია ღიად, მათში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის არ არსებობის გამო.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნების ორგანიზება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (მ.ქადეიშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს „ივერთმედიასთვის”;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი რობაქიძის გამზირი 7ა) 6 თვის ვადაში.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
