წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 688 შპს ,,სოსელოს’’ ?1281 ლიცენზიის მოქმედების განახლების შესახებ

ნომერი: 688 / 3

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 17, 2004

მიღების თარიღი დეკემბერი 17, 2004

შპს ,,სოსელოს’’ №1281 ლიცენზიის მოქმედების განახლების შესახებ

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიების პირობების დაცვის ზედამხედველობა„. ამავე კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების, ხოლო დარღვევათა აღმოფხვრის შემდგომ – ლიცენზიის მოქმედების განახლების შესახებ.

       ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო ვალდებულებებისა და პირობების შესრულებაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების მიზნით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 36-ე მუხლის თანახმად ჩატარდა შემოწმება. დადგინდა, რომ:  შპს „სოსელო”-ს, რომელიც ფლობს №1281 ლიცენზიას („საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება”, გაცემულია 2001 წლის 7 სექტემბერს)  2004 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით არ ჰქონდა წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და არც რეგულირების საფასური ჰქონდა გადახდილი.

      კომისიამ მიიჩნია, რომ  შპს „სოსელოს” დარღვეული ჰქონდა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი„,  41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი,  „რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის და გადახდის წესის შესახებ” დებულების პირველი და მე-5 მუხლები, რაც „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის  ა) და გ) პუნქტების თანახმად, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საფუძველია.

       აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება და შპს „სოსელო”-ს კომისიის 2004 წლის 22 ოქტომბრის № 543   გადაწყვეტილების საფუძველზე შეუჩერდა №1281 ლიცენზიის მოქმედება ორი კვირით.

     კომისიის აპარატის მთავარი ბუღალტრის (ი. აბულაძე) 2004 წლის 7 დეკემბრის სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „სოსელომ” აღმოფხრა ის დარღვევები, რაც გახდა საფუძველი კომპანიის კუთვნილი ლიცენზიის მოქმედების შეჩერებისა, კერძოდ შპს „სოსელომ” აწარმოა თანხების ჩარიცხვა და აგრეთვე წარმოადგინა კომისიაში რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები.

     კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „სოსელომ” 2004 წლის 13 დეკემბერს კომისიას მომართა (№ 6/972-04) წერილით, რომლითაც მოითხოვა მისი კუთვნილი №1281 ლიცენზიის მოქმედების განახლება.

        ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. განახლდეს შპს „სოსელოს” № 1281 ლიცენზიის მოქმედება 2004 წლის  17 დეკემბრიდან.

2. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, უზრუნველყოს ლიცენზიის განახლების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნება”;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნების ორგანიზება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (მ.ქადეიშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს „სოსელოსათვის”;   

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,       რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს  (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                 დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები