წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 69 სს „ჯორჯიან კარდისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 69 / 7

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2004

მიღების თარიღი თებერვალი 13, 2004

სს „ჯორჯიან კარდისთვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ სს „ჯორგიან კარდმა„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 7 მაისის N 4/5-50 დადგენილებით)  კომისიას მიმართა განცხადებით (N 7/37, 10.02.04) წარმოდგენილი დოკუმენტაციების (N 2030690 და N 2030691, 10.01.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენენ „VSAT”-ის ტიპის მიწისზედა თანამგზავრულ სადგურებს.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა სს „ჯორგიან კარდს„ შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციებით (N 2030690 და N 2030691, 10.01.04) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს სს „ჯორგიან კარდმა„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე  ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

                 კომისიის თავმჯდომარის

   მოვალეობის სემსრულებელი                                                  კ. პოპიაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები