გადაწყვეტილება N 690 შპს „ბათუმი ნეტის“ ? 672 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე საჯარო ადმინისტრაცილი წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 17, 2004
მიღების თარიღი დეკემბერი 17, 2004
შპს ბათუმი ნეტის„ № 672 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე საჯარო ადმინისტრაცილი წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიების პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება„. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები„.
ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო ვალდებულებებისა და პირობების შესრულებაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების მიზნით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ „ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 36-ე მუხლის თანახმად ჩატარდა შემოწმება. დადგინდა, რომ: შპს ბათუმი ნეტი„-ს, რომელიც ფლობს N 672 ლიცენზიას (მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით), 2004 წლის 7 დეკემბრის მდგომარეობით არ ჰქონდა წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და არც რეგულირების საფასური ჰქონდა გადახდილი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ბათუმი ნეტს„, დარღვეული ჰქონდა კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი„, 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, „რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის და გადახდის წესის შესახებ” დებულების პირველი და მე-5 მუხლები, რაც კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) პუნქტების თანახმად, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ბათუმი ნეტის„ N 672, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) და გ), 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება შეეჩერებინა შპს „ბათუმი ნეტი”-ს N672 ლიცენზიის მოქმედება 1 თვით (კომისიის 2004 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება N 490).
კომისიის აპარატის მთავარი ბუღალტრის (ს. აბულაძის) 2004 წლის 7 დეკემბრის სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „ბათუმი ნეტმა” არ აღმოფხვრა დარღვევები, რაც საფუძველი გახდა მისი ლიცენზიის შეჩერებისა, კერძოდ, კომისიაში არ წარმოუდგენია „რეგულირების ყოველწლიური საფასურის” გაანგარიშებები, თუმცა მის მიერ ჩარიცხულმა თანხებმა შეადგინა 6,209.93 ლარი.
კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურის განმარტებით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი მოთხოვნათა დარღვევის გამო, ამავე კანონის მე-40 მუხლის 1 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად კომისია უფლებამოსილია დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ბათუმი ნეტი-ს” N 672 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1 პუნქტის ე) ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის შესაბამისად კომისიამ,
გადაწვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ბათუმი ნეტი-ს„ N672ლიცენზიის გაუქმების თაობაზე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1პუნქტის ე) ქვეპუნქტის მოთხოვნათა შეუსრულებლობის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნების ორგანიზება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (მ.ქადეიშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს „ბათუმი ნეტისათვის”;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
