გადაწყვეტილება N 692 კომისიის 2002 წლის 10 მაისის ¹175 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 17, 2004
მიღების თარიღი დეკემბერი 17, 2004
კომისიის 2002 წლის 10 მაისის N175 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს ახალმა ქსელებმა„ კომისიას მომართა განცხადებით (N1298 02.12.2004 წ.), მისთვის მინიჭებული სატელეფონო (სასადგურო) ინდექსის 450XXX-454XXX-ის შპს ქართული სატელეფონო კომპანიის” სასარგებლოდ ჩაბარების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ახალ ქსელებს„ ზემოაღნიშნული ნუმერაციის რესურსი მინიჭებული აქვს კომისიის 2002 წლის 10 მაისის N175 გადაწყვეტილებით და მიზანშეწონილად მიაჩნია ცვლილება შევიდეს კომისიის გადაწყვეტილებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2002 წლის 10 მაისის N175 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
განესაზღვროს შპს „ახალ ქსელებს”, N168 ლიცენზიით მინიჭებულ ნუმერაციის რესურსად: ინდექსები 21, 245XXX-249XXX, 32, 33, 455XXX-459XXX, 52, 53, 54, 57, 58, 59, 65 და 69;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე)
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
