წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 693 შ.პ.ს. “ქართული სატელეფონო კომპანია”-სთვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 693 / 7

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 17, 2004

მიღების თარიღი დეკემბერი 17, 2004

შ.პ.ს. „ქართული სატელეფონო კომპანია”-სთვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „ქართულმა სატელეფონო კომპანიამ„ კომისიას მიმართა განცხადებით (N/32 19.11.2004 წ.), მისთვის ნუმერაციის რესურსის გამოყოფის შესახებ.

შპს „ქართული სატელეფონო კომპანია„ ფლობს N 547 ლიცენზიას მოძრავი და ფიქსირებული სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე. ლიცენზიის საგანია: უმავთულო სატელეფონო რადიოკავშირით მომსახურება (1880-1900 მგჰც, 1900-1910 მგჰც და  1974.375-1979.375 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში 20 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით საქართველოს ტერიტორიაზე (ქვემო ქართლის რაიონების: წალკის, დმანისის, ბოლნისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, გარდაბანის გარდა).

კომისია აღნიშნავს, რომ მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით მომსახურება ითვალისწინებს ფიქირებული სატელეფონო კავშირით მომსახურებას რადიოსიხშირეების გამოყენებით. ამასთან შპს „ახალი ქსელებიდან„ შემოსულია წერილი (N1298 02.12.2004 წ.), საიდანაც ირკვევა რომ, იგი თანახმაა ჩააბაროს ნუმერაციის რესურსი 450XXX-454XXX შპს „ქართული სატელეფონო კომპანიის„ სასარგებლოდ.

კომისიას შესაძლებლად მიაჩნია გამოუყოს შპს „ქართულ სატელეფონო კომპანიას„ ნუმერაციის რესურსი (450XXX-454XXX) N 547 ლიცენზიის მოქმედების ვადით;

ზემოაღნშულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის   49-ე მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                              მიეცეს ნებართვა შპს „ქართულ სატელეფონო კომპანიას” მოძრავი და ფიქსირებული სატელეფონო კავშირებით მომსახურების განსახორციელებლად N 547 ლიცენზიის მოქმედების ვადით ისარგებლოს ნუმერაციის რესურსით 450XXX-454XXX;

2.                              შპს „ქართული სატელეფონო კომპანია„ ვალდებულია ზემოაღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს მხოლოდ ფიქირებული სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირეების გამოყენებით;

3.                              ლიცენზიის მფლობელის მიერ ერთი წლის განმავლობაში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსის გამოუყენებლობის შემთხვევაში კომისიამ განიხილოს საკითხი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის მიზანშეწონილობის შესახებ;

4.                              კავშირგაბმულობის სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში, შპს „ქართული სატელეფონო კომპანია” ვალდებულია, ნუმერაციის რესურსის  გამოყენების საკითხი მოიყვანოს ნორმატიულ ბაზასთან შესაბამისობაში.

5.                              გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

6.                              კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე)

კომისიის თავმჯდომარე                                                    დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები