გადაწყვეტილება N 695 შპს „მიკრომედია XXI”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 17, 2004
მიღების თარიღი დეკემბერი 17, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს მიკრომედია XXI”-მა (რეგისტრირებული ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 ოქტომბრის N 06/4-1737 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 4-04, 10.12.04) სიხშირეების მინიჭების თაობაზე. შპს მიკრომედია XXI”, N 1438 ლიცენზიის პირობების შესაბამისად, აწარმოებს საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებას მრავალარხიანი ინტეგრირებული ტელერადიო საინფორმაციო სისტემის (მიტრისი„) გამოყენებით შემდეგ ქალაქებში: თბილისი, მცხეთა, კასპი, ქარელი, ხაშური, გორი, ზესტაფონი, თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი, ქუთაისი, ხონი, სამტრედია, აბაშა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ფოთი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ხულო, ბათუმი, ჭიათურა, საჩხერე, ონი, ამბროლაური, გარდაბანი, თეთრიწყარო, დმანისი, ბოლნისი, ლაგოდეხი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, ყვარელი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, გურჯაანი, ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა, დუშეთი, თიანეთი, წალკა, ცხინვალი, ყაზბეგი, სენაკი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, ცაგერი, ლენტეხი, მესტია, გალი, სოხუმი, გაგრა, გულრიფში, ოჩამჩირე, გუდაუთა, ტყვარჩელი. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს მიკრომედია XXI”-ს 12.317-12.903 გგჰც სიხშირული დიაპაზონი შემდეგ ქალაქებში: კასპი, ქარელი, ხაშური, გორი, ყვარელი, ლაგოდეხი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, გურჯაანი და 10.715-11.303 გგჰც სიცშირული დიაპაზონი ქალაქებში თბილისი, მცხეთა, ზესტაფონი, თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი, ქუთაისი, ხონი, სამტრედია, აბაშა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ფოთი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ხულო, ბათუმი, ჭიათურა, საჩხერე, ონი, ამბროლაური, გარდაბანი, თეთრიწყარო, დმანისი, ბოლნისი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა, დუშეთი, თიანეთი, წალკა, ცხინვალი, ყაზბეგი, სენაკი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, ცაგერი, ლენტეხი, მესტია, გალი, სოხუმი, გაგრა, გულრიფში, ოჩამჩირე, გუდაუთა, ტყვარჩელი შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს მიკრომედია XXI”-სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. უზრუნველყოს შპს მიკრომედია XXI”-მ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს მიკრომედია XXI”-სთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
