გადაწყვეტილება N 696 უკრაინის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირის გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 17, 2004
მიღების თარიღი დეკემბერი 17, 2004
წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, უკრაინის სატელევიზიო გადამცემი სადგურები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმილი სატელევიზიო სადგურებისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-21 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამგადაწყვიტა:
1. მიეცეს თანხმობა რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის უკრაინის სახელმწიფო ცენტრს უკრაინის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის SIMFEROPOL-05 - 30 TBK (MOD), ALUSHTA 31 TBK (ADD), ZAVODSKE 32 TBK (ADD) და SEVASTOPOL 37 TBK (ADD) მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (N 11.3-07/11834, 28.10.04. წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურის შესახებ კომისიის შესაბამის მონაცემთა ბაზაში (ზ. გონჯილაშვილი);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
