წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 698 შ.პ.ს. “ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის” ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 698 / 7

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 17, 2004

მიღების თარიღი დეკემბერი 17, 2004

შ.პ.ს. „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის” ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ„ კომისიას მიმართა განცხადებით (N2.3./702ვმლკ 14.12.2004 წ.), მისთვის ნუმერაციის რესურსის გამოყოფის შესახებ.

შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია„ ფლობს N 248 ლიცენზიას ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე, ლიცენზიის საგანია: ქ. რუსთავში ციფრულ-ელექტრონული სატელეფონო სადგურით  მომსახურება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას„ ქ. რუსთავში ყოფილი კავშირგაბმულობისა და ფოტის სამინისტორს მიერ მინიჭებული აქვს ნუმერაციის რესურსი „15„ და „17„. ამჟამად კომპანია ახდენს სატელეფონო ქსელის გაფართოებას, რისთვისაც ესაჭიროება დამატებითი სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი.

 კომისიას შესაძლებლად მიაჩნია გამოუყოს შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას„ ნუმერაციის რესურსი „18„ ქ. რუსთავში და N 248 ლიცენზიის მოქმედების ვადით განესაზღვროს შემდეგი ნუმერაციის რესურსი: „15„, „17„, „18„;

ზემოაღნშულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის   49-ე მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                              განესაზღვროს შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას” ქ. რუსთავში ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურების განსახორციელებლად N 248 ლიცენზიის მოქმედების ვადით ნუმერაციის რესურსი: „15„, „17„, „18„;

2.                              ლიცენზიის მფლობელის მიერ ერთი წლის განმავლობაში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსის გამოუყენებლობის შემთხვევაში კომისიამ განიხილოს საკითხი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის მიზანშეწონილობის შესახებ;

3.                              კავშირგაბმულობის სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში, შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია” ვალდებულია, ნუმერაციის რესურსის  გამოყენების საკითხი მოიყვანოს ნორმატიულ ბაზასთან შესაბამისობაში.

4.                              გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.                              კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე)

კომისიის თავმჯდომარე                                                          დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები