გადაწყვეტილება N 70 მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე რადიოხაზების გამოყენებით ლიცენზიის მისაღებად კომერციულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2004
მიღების თარიღი თებერვალი 20, 2004
მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე რადიოხაზების გამოყენებით ლიცენზიის მისაღებად კომერციულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362 მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე ლიცენზიის გასაცემად კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის გამოცხადების საფუძვლების - თავისუფალი რესურსის არსებობის და/ან ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიისათვის შესაბამისი განცხადების წარდგენის შემთხვევაში.
კომისია აღნიშნავს, რომ მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე რადიოხაზების გამოყენებით ლიცენზიის მისაღებად კომისიას განცხადებით მიმართა შპს ტექნო-მედიამ„.
მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, 2003 წლის 7 ნოემბერს კომისიის N574 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე რადიოხაზების გამოყენებით ლიცენზიის მისაღებად. ინფორმაცია კონკურსის გამოცხადებისა და კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. სალიცენზიო ღირებულების საწყისი ოდენობა განისაზღვრა 2793.36 (ორი ათას შვიდას ოთხმოცდაცამეტი ლარითა და ოცდათქვსმეტი თეთრით) ლარით, ხოლო ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება - 2003 წლის 10 ნოემბრის 10:00 საათიდან 2004 წლის 9 იანვრის 17:00 საათამდე;კომისია აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) ბოლო დირექტივების თანახმად, 2400-2500 მგჰც სიხშირული ზოლი განკუთვნილია საწარმოო, სამეცნიერო და სამედიცინო გამოყენებისათვის. აღნიშნულ ზოლში მომუშავე სუბიექტები უნდა შეეგუონ შესაძლო მავნე ხელშეშლებს, რომლებიც შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვა უკვე მომუშავე სიხშირული გამომსხივებლისაგან (საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) რეგლამენტი, სტატია S5.150), რის გამოც კომისიის 2004 წლის 23 იანვრის N 37/17 გადაწყვეტილებით ცვლილებები შევიდა 2003 წლის 7 ნოემბრის N574 გადაწყვეტილებაში:
- პირველი პუნქტში, ლიცენზიის საგნიდან ამოღებული იქნა ქ. ზუგდიდში - 2485 მგჰც, ქ. ბათუმში - 2485 მგჰც, ქ. ქუთაისში -2485 მგჰც, ქ. გორში - 2485 მგჰც, ქ. ფოთში -2485 მგჰც და ქ. თელავში - 2485 მგჰც სიხშირეები და ლიცენზიის საგანი განისაზღვრა შემდეგი რედაქციით: ლიცენზიის საგანი: მონაცემთა გადაცემის ქსელით მომსახურება ქ. თბილისში - 3930 მგჰც, 4030 მგჰც, 4110 მგჰც და 4190 მგჰც, ქ. ქუთაისში - 3930 მგჰც სიხშირითა და 1 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით„,;
- გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: კონკურსი ჩატარდეს 2004 წლის 20 თებერვალს, 16 საათზე„;
- მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 1433.80 (ათას ოთხას ოცდაცამეტი ლარი და 80 თეთრი) ლარით„;
დადგენილ ვადაში კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაცია მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე რადიოხაზების გამოყენებით ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კომერციულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ შპს ტექნო-მედიამ„ წარმოადგინა, რომელმაც გაიარა ექსპერტიზა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებულ შესაბამის ქვეკომისიაში და მიღებულია დასკვნა (ქვეკომისიის სხდომის ოქმი N1 17.02.2004 წ.), რომ შპს ტექნო-მედიას„ მიერ მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე რადიოხაზების გამოყენებით ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაცია შესაბამისობაშია ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან, არსებულ ნორმებთან და სტანდარტებთან.
კონკურსი მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე რადიოხაზების გამოყენებით ლიცენზიის მოსაპოვებლად ჩატარდა 2004 წლის 20 თებერვალს. შპს ტექნო-მედიას„ წარმომადგენელი გამოცხადდა საკონკურსო სხდომაზე.
კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 45 მუხლიდან გამომდინარე, და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე„ დებულების მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ კონკურსში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. შპს ტექნო-მედიის„ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა დაადასტურა რომ იგი თანახმაა მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე რადიოხაზების გამოყენებით ლიცენზიის მისაღებად გადაიხადოს 1433.80 (ათას ოთხას ოცდაცამეტი ლარი და 80 თეთრი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362 მუხლის პირველი და მეთხუთმეტე პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე რადიოხაზების გამოყენებით ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კომერციულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „ტექნო-მედია”, რომელიც თანახმაა გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი 1433.80 (ათას ოთხას ოცდაცამეტი ლარი და 80 თეთრი) ლარი.
2. ა) სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ანუ 286.7 (ორასოთხმოცდაექვსი ლარისა და სამოცდაათი თეთრის) ლარი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის 143.40 (ასორმოცდარვა ლარისა და ორმოცი თეთრის) ლარის გამოკლებით გადახდა მოხდეს მ/წ 18 მარტამდე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
|
მიმღები |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
|
ბანკი |
სკბ „TBC-ბანკი” |
|
კოდი |
220101830 |
|
ანგარიშის N |
609326 |
ბ) სალიცენზიო გადასახდელის 10 % ანუ 143.40 (ასორმოცდარვა ლარისა და ორმოცი თეთრის) ლარის გადახდა მოხდეს 18 მარტამდე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
|
მიმღები |
სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი, კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი |
|
საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
|
ბანკი |
საქართველოს ეროვნული ბანკი |
|
კოდი |
220101107 |
|
ანგარიშის N |
000141408 |
|
სახაზინო ქვეანგარიში |
9051 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის ანუ 1003.66 (ათას სამი ლარისა და სამოცდაექვსი თეთრის) ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. დაევალოს კომისიის აპარატის საზოგადოებრივ ურთიერთობების კოორდინატორს (გ.რატიშვილი) კომერციული კონკურსის შედეგების საინფორმაციო უზრუნველყოფა და კონკურსის მონაწილისათვის წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის გაგზავნა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ სამსახურს (მ.გოთოშია) თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ კომისიის უახლოეს სხდომაზე წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი შპს „ტექნო-მედია-სთვის მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე რადიოხაზების გამოყენებით ლიცენზიის გაცემის შესახებ;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ (მ. გოთოშია) სამსახურს.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
