წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 700 შპს “საქართველოს ტელეკომის” მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 700 / 18

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 17, 2004

მიღების თარიღი დეკემბერი 17, 2004

შპს „საქართველოს ტელეკომის” მიმართ  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

       

        საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ 2004 წლის 17 ნოემბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურმა (კ. ყურაშვილი) სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურის უფროსის (ე. ასანიძე) მოხსენებითი ბარათის №10/293-04 საფუძველზე დაიწყო წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე შპს „საქართველოს ტელეკომის” მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1448-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული გადაცდომის ფაქტზე, კომისიის 2004 წლის 26 ოქტომბრის №05/1743.04 წერილით მოთხოვნილი 2001-2003 წლის საბუღალტრო ბალანსის და მოგების გადასახადის ყოველწლიური დეკლარაციების (დანართებით), ასევე 2001-2003 წლებისა და 2004 წლის 6 თვის სოციალური და საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებების (ცნობები) კომისიაში წარმოუდგენლობისათვის.

       სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურის უფროსის (ე. ასანიძე) განმარტებით, 2004 წლის 18 ნოემბერს  შპს „საქართველოს ტელეკომმა” კომისიას წარუდგინა არასრულყოფილი ინფორმაცია, კერძოდ კომპანიას კომისიაში არ წარმოუდგენია 2004 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის და ივნისის თვეების კომისიის მიერ შემუშავებული შემოსავლების განაწილების ცხრილი, მომსახურების სახეების მიხედვით.

   კომისია აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს ტელეკომის” ზემოაღნიშნული ქმედებით (რეგისტრირებული ქ. თბილისი ვაკის რაიონის სასამართლოს 1996 წ. 22 აგვისტოს № 5/4-726 დადგენილებით), რომელიც ფლობს №15 №852 №890 №893 №1393 ლიცენზიებს, ირღვევა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის მოთხოვნები.

       2004 წლის 10 დეკემბერს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 43-ე და საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 1448-ე მუხლების საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 37-ე მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი  შპს „საქართველოს ტელეკომის„ მიმართ (ოქმის შედგენას ესწრებოდნენ მოწმეები: ნ. ზეიკიძე და ვ. ასაშვილი).

      შპს „საქართველოს ტელეკომის„ დირექტორმა ბ-ნ. ო. ზუმბურიძემ უარი განაცხადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე და განმარტა, რომ კომისიაში ინფორმაციის წარმოუდგენლობა განპირობებული იყო დიდი მოცულობის სამუშაოთა ჩატარებით, და აღნიშნა, რომ ხსენებულ საკითხზე 2004 წლის 13 დეკემბერს კომისიაში წარმოადგენს სათანადო ინფორმაციას.

    კომისია აღნიშნავს, რომ 2004 წლის 14 დეკემბერს შემოვიდა შპს „საქართველოს ტელეკომის” წერილი (№ 6/975-04), რომლითაც კომპანია იუწყება, რომ კომისიის 2004 წლის 26 ოქტომბრის წერილი, რომლის მოთხოვნათა შეუსრულებელობა გახდა საფუძველი კომპანიის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებისა შპს „საქართველოს ტელეკომში” შევიდა 2004 წლის 29 ოქტომბერს, აქედან გამომდინარე კომისიის 2004 წლის 26 ოქტომბრის წერილში მითითებული დროისთვის – 28 ოქტომბრამდე ინფორმაციის მიწოდება შეუძლებელი იყო.

         2004 წლის 17 დეკემბერის კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურის (ე. ასანიძე) სამსახურებრივი ბარათით ირკვევა, რომ შპს „საქართველოს ტელეკომის” მიერ ამ დროისთვის წარმოდგენილია კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია სრულად.

     კომისიას მიაჩნია, რომ შპს „საქართველოს ტელეკომის” მიერ კომისიის 2004 წლის 26 ოქტომბრის №05/1743.04 წერილით განსაზღვრული მოთხოვნის დადგენილ ვადებში შესრულება ფაქტობრივი მიზეზების გამო (მოთხოვნილი ინფორმაციის მოცულობის სიდიდე და დამუშავების სირთულე) შეუძლებელი იყო.

    კომისია აგრეთვე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ კომპანიის მიერ უკვე წარმოდგენილია კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია  სრულყოფილად.

      ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის, საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                             

1. შეწყდეს წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე შპს „საქართველოს ტელეკომის„ მიმართ;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნების ორგანიზება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (მ.ქადეიშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს „საქართველოს ტელეკომისათვის”;   

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში (ქ.თბილისი დ.არაყიშვილის ქ. № 3)  10 დღის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა  სამსახურს (კ. ყურაშვილი).

  

კომისიის თავმჯდომარე                                                        დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები