გადაწყვეტილება N 702 საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 17, 2004
მიღების თარიღი დეკემბერი 17, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტმა კომისიას მიმართა განცხადებით (N 13/1657, 03.09.04.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 278.0804, 30.08.04) შესაბამისად მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (Q-MAC”-ის ტიპის მოკლეტალღოვანი მიმღებ-გადამცემი რადიოსადგურები) გამოყენებული უნდა იყოს რადიოკავშირის ქსელში ფუნქციონირებისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 278.0804, 30.08.04) შესაბამისად მაღალსიხშირული მოწყობილობები;2. უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი); 4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
