წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 703 ასოციაცია (კავშირი) “ათინათისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 703 / 7

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 17, 2004

მიღების თარიღი დეკემბერი 17, 2004

ასოციაცია (კავშირი) „ათინათისთვის”  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ ასოციაცია (კავშირი) „ათინათმა” კომისიას მიმართა განცხადებით (N 370; 08.12.04) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N00087, 08.12.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. ასოციაცია (კავშირი) „ათინათი„ ლიცენზიის   (N387)  პირობების შესაბამისად აწარმოებს რადიოპროგრამების ტრანსლირებას ქ. ზუგდიდში 105.9 მგჰც სიხშირეზე 500 ვტ-დე სიმძლავრის რადიოგადამცემის გამოყენებით. მაღალსიხშირული მოწყობილობები (რადიოსამაუწყებლო გადამცემი სადგურის მაძლიერებელი დამხმარე ნაწილებით) გამოყენებული უნდა იყოს რადიოპროგრამების ტრანსლირებისთვის ქ. ზუგდიდში.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   მიეცეს ნებართვა ასოციაცია (კავშირი) „ათინათს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N00087, 08.12.04) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს ასოციაცია (კავშირი) „ათინათმა„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს  (ს. შავგულიძე).

კომისიის  თავმჯდომარე                                                               დ. ქიტოშვილი

        

                    

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები