წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 706 შპს „გეო იმპექსისთვის" მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 706 / 7

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 17, 2004

მიღების თარიღი დეკემბერი 17, 2004

შპს „გეო იმპექსისთვის" მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „გეო იმპექსმა„ ”   (რეგისტრირებული ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 27 ნოემბრის N 1/4-273 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით წარმოდგენილი  დოკუმენტაციის (N 1226213, 07.12.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენენ „მოტოროლას„ ტიპის რეტრანსლატორს, საბაზო და მობილურ მიმღებ-გადამცემ რადიოსადგურებს.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შპს „გეო იმპექსს„ შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული  დოკუმენტაციით (N 1226213, 07.12.04) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს შპს „გეო იმპექსმა„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე  ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს  (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                დ. ქიტოშვილი                                                        

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები