გადაწყვეტილება N 71 კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2004
მიღების თარიღი თებერვალი 20, 2004
კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციულ კონკურსში
გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ 2003 წლის 10 ოქტომბრის კომისიის N516 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 28963 (ოცდარვა ათას ცხრაას სამოცდასამი) ლარით, ხოლო ლიცენზიის მაძიებლის განცხადებების მიღების ვადა განისაზღვრა 2003 წლის 13 ოქტომბრის 10:00 საათიდან 2004 წლის 13 თებერვლის 17:00 საათამდე; ინფორმაცია კონკურსის გამოცხადებისა და კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ გამოქვეყნდა კანონმდებლობის შესაბამისად.
კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი წარმოადგინა მხოლოდ შპს ”მაკროკომმა”, კომპანიის მიერ წარმოდგენილი განაცხადება და დოკუმენტაცია შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 45 მუხლიდან გამომდინარე, და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე„ დებულების მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ კონკურსში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. შპს მაკროკომის„ უფლებამოსილმა პირმა დაადასტურა რომ იგი თანახმაა კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად გადაიხადოს 28963 (ოცდარვა ათას ცხრაას სამოცდასამი) ლარი. კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირების დასამყარებლად აირჩია კოდი 8-13 (რვა-ერთი-სამი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362 მუხლის პირველი და მეთხუთმეტე პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კომერციულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „მაკროკომი”, რომელიც თანახმაა გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი 28963 (ოცდარვა ათას ცხრაას სამოცდასამი) ლარი.
2. განესაზღვროს შპს მაკროკომს„ საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირების დასამყარებლად ნუმერაციის რესურსი 8-13 (რვა-ერთი-სამი).
2. ა) სალიცენზიო გადასახდელის 20%-ი ანუ 5792,6 (ხუთი ათას შვიდას ოთხმოცდათორმეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის 2896.3 (ორიათას რვაას ოთხმოცდათექვსმეტი ლარისა და ოცდაათი თეთრის) ლარის გადახდა მოხდეს მ/წ 18 მარტამდე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
|
მიმღები |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
|
ბანკი |
სკბ „TBC-ბანკი” |
|
კოდი |
220101830 |
|
ანგარიშის N |
609326 |
ბ) სალიცენზიო გადასახდელის 10 % ანუ 2896.3 (ორიათას რვაას ოთხმოცდათექვსმეტი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს 18 მარტამდე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
|
მიმღები |
სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი, კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი |
|
საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
|
ბანკი |
საქართველოს ეროვნული ბანკი |
|
კოდი |
220101107 |
|
ანგარიშის N |
000141408 |
|
სახაზინო ქვეანგარიში |
9051 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის ანუ 20274.1 (ოცი ათას ორას სამოცდათოთხმეტი ლარისა და ათი თეთრის) ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით.
4. დაევალოს კომისიის აპარატის საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდივანს (გ.რატიშვილი) კომერციული კონკურსის შედეგების საინფორმაციო უზრუნველყოფა.
5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (კ. ყურაშვილი) თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ კომისიის უახლოეს სხდომაზე წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი შპს „მაკროკომი”-სთვის კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ კომისიის აპარატის იურიდიულ (კ. ყურაშვილი) სამსახურს.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
