გადაწყვეტილება N 710 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის N 73 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 24, 2004
მიღების თარიღი დეკემბერი 24, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2004 წლის N 73 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის 24 დეკემბრის N73 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს მ/წლის 24 დეკემბრის კომისიის N73 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-4 საკითხი (შპს „გლობალ ერთის” №586, №140 და №1391 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების თაობაზე) კომისიის 2005 წლის 5 იანვრის N1 სხდომის დღის წესრიგის პროექტში, ხოლო მე-8 საკითხი (სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად საჭირო კვალიფიკაციის დადგენის მიზნით საგამოცდო ჯგუფის შექმნის შესახებ) კომისიის 2005 წლის 11 იანვრის სხდომის დღის წესრიგის პროექტში;
2. წარმოდგენილ კომისიის N 73 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 5 (ხუთი) საკითხი:
ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი ავტომანქანების აუქციონის წესით განკარგვის შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი);
ბ) შპს „პირველი რადიოს” N1115 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების შესახებ (მომხს. დ. ქუთათელაძე);
გ) საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ (მომხს. დ. ქუთათელაძე);
დ) შპს „სამაუწყებლო კომპანის რუსთავი 2”-ისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი);
ე) შპს „ინტეროპტიკასთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
3. დამტკიცდეს კომისიის N 73 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
